სენ-მედარის კათოლიკური ეკლესია – „ეპიზოდი”
XVII საუკუნეში პარიზის ლათინურ კვარტალში განთავსებულ სენ-მედარის კათოლიკურ ეკლესიას განსაკუთრებით ხშირად სტუმრობდნენ „იანსენიზმის” რელიგიური მოძრაობის წარმომადგენლები.მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანებიც,როგორებიც გახლდნენ გენიალური ფრანგი მათემატიკოსი – ბლეზ პასკალი, ფრანგი მორალისტი – პიერ ნიკოლი და ღვთისმოშიში დიაკონი – ფრანცისკე პარიზელი. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც აღნიშნული ტაძრის ეზოში დაკრძალული იქნა ასკეტიზმის მიმდევარი სასულიერო პირი – ფრანცისკე პარიზელი,მის საფლავზე მისული რამდენიმე ადამიანი სასწაულებრივად განიკურნა სხვადასხვა დაავადებისაგან.თავის მხრივ,ეს ფაქტი ელვისებურად იქნა გავრცელებული მოსახლეობაში,რამაც ფრანცისკეს უკანასკნელი განსასვენებელი „იანსენიზმის” ფანატიკოს მიმდევართა თავშეყრის საყვარელ ადგილად აქცია.რამდენიმე ხანში რომის კათოლიკურმა ეკლესიამ „იანსენიზმის” მიმდევრებს ოფიციალურად დასდო ერესში ბრალი და მათ ბრძოლა გამოუცხადა.იმისათვის,რომ ერესში ბრალდებული „იანსენიზმის” მიმდევრები როგორმე შეევიწროვებინათ,საფრანგეთის კათოლიკე მეფემ – ლუი XV-მ სენ-მედარის ტაძართან არსებული სასაფლაოს დახურვის განკარგულება გამოსცა.ბრძანების გამოცემიდან მეორე დღეს კი,დახურული სასაფლაოს კედელზე ერთ-ერთმა ანონიმმა ავტორმა სარკაზმით გაჯერებული წარწერის მქონე დაფა გამოფინა: „მეფის სახელით ღმერთს ამ ადგილას აეკრძალა სასწაულების აღსრულება”. – (ავტორი გენია.ჯი)