პოლიბიოსი „ისტორიის” შესახებ წერდა…
დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი,სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი - პოლიბიოსი (ძვ.წ.აღ-ით 200-120 წლები) ისტორიის შესახებ წერდა: „ …წარსულის შემეცნება ყველა სხვა ცოდნაზე უფრო მეტად სასარგებლო შეიძლება იყოს ადამიანებისათვის.ისტორიიდან ამოკრეფილ გაკვეთილებს ყველაზე უფრო საიმედოდ მიჰყავს ადამიანი განათლებისაკენ და ამზადებს მას საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.უნდა შევიგნოთ,რომ უკეთეს სკოლად სწორი ცხოვრებისათვის ჩვენ გვემსახურება მოვლენათა ნამდვილი ისტორიიდან ამოღებული გამოცდილება,რადგანაც ჩვენთვის ზიანის მოუყენებლად მხოლოდ იგი ქმნის ადამიანებს შეუმცდარ მოსამართლეებად იმისა,რაც უკეთესია ყოველი დროისა და ყოველი მდგომარეობის პირობებში”. – (ავტორი გენია.ჯი)