რას ასახელებდა იერონიმე რომის დაცემის მიზეზად?
როგორც ცნობილია, 410 წლის 14 აგვისტოს სისასტიკით სახელგანთქმულმა ვესტგუთების პირველმა მეფემ – ალარიხ I-მა (370-410 წლები) ხანგრძლივი ალყის შედეგად „მარადიული ქალაქი” – რომი აიღო და შემუსრა. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსთა უდიდესი ნაწილი რომის დაცემის უმთავრეს მიზეზად ალყაშემორტყმულ ქალაქში გამეფებულ საშინელ შიმშილს ასახელებდა.ამასვე ადასტურებდა იმ პერიოდის სახელოვანი რომაელი მწერალი – იერონიმეც (335-420 წლები),რომელმაც აღნიშნული მოვლენის შესახებ შემდეგი სახის ჩანაწერი დაგვიტოვა: „რომი დასცა არა იმდენად მახვილმა,რამდენადაც შიმშილმა და ავადმყოფობამ.შიმშილით გაგიჟებულნი ყოველგვარ საზღვარს გადასცდნენ: ერთმანეთს გლეჯდნენ,დედა არ ზოგავდა თავის ძუძუმწოვარ ბავშვს და მისი მუცელი უკანვე იღებდა იმას,რაც მან შობა”. – (ავტორი გენია.ჯი)