მეჰმედ II დამპყრობელი – „ეპიზოდი”
ბიზანტიის იმპერიის დამსამარებელი და მისი სატახტო ქალაქის – კონსტანტინოპოლის შემმუსვრელი ოსმალეთის იმპერიის მეშვიდე სულთანი – მეჰმედ II დამპყრობელი (1432-1481 წლები),რომლის უშუალო ბრძანებითაც ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის – კონსტანტინე XI-ეს მოკვეთილი თავი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეკიდა სტამბოლად ქცეული კონსტანტინოპოლის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ მაღალ სვეტზე,ერთობ დაუნდობელ და სისხლზე დაგეშილ მბრძანებელს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მის სასტიკ ბუნებაზე რომ ელემენტარული წარმოდგენა მაინც შეგვექმნას,სულ ორიოდე ფაქტს მოვიყვან მეჰმედის ბიოგრაფიიდან: მას შემდეგ,რაც სულთნის ბოსტნიდან ნესვი იქნა მოპარული,იმისათვის,რომ მეჰმედს მომპარავი ეპოვნა,ჯალათებმა მბრძანებლის ბრძანებით 14 მოსამსახურეს მუცლებიც კი გაუჭრეს.ხოლო ერთ მონას თავი მხოლოდ იმისათვის მოაჭრა,რომ მისი კისრის კუნთების მოძრაობა სათანადოდ ეჩვენებინა სახელოვანი იტალიელი მხატვრის – ჯენტილო ბელიონისათვის,რომელიც თავის მხრივ,მეჰმედის სურათს ხატავდა. – (ავტორი გენია.ჯი)