რა მიჰქონდა თან ომში მიმავალ კართაგენის არმიას?
ომების წარმოების გზით,სხვა ნადავლის მოპოვებასთან ერთად,ტყვეების ხელში ჩაგდება და მათი მონებად ქცევა იმდენად არსებით მოვლენას წარმოადგენდა ადრეულ საუკუნეებში,რომ ჯერ კიდევ ომის დაწყების წინ შემტევი არმიები მომავალი ტყვეებისათვის (მონებისთვის) წინასწარვე იჭერდნენ გარკვეული სახის თადარიგს. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული ანტიკური ქალაქ-სახელმწიფოს – კართაგენის ომში მიმავალ არმიებს ურმებით თან მიჰქონდათ ათასობით ბორკილი,რათა ისინი მონადქცეული ტყვეებისათვის დაედოთ.გარდა ამისა,კართაგენის არმიას უკან მიჰყვებოდა მონათმოვაჭრეთა მთელი ჯარიც,რომლებიც ფრონტის ზურგში ჩალის ფასად იძენდნენ ტყვე-მონებს.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ბერძნების წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ,სადაც კართაგენელებმა სასტიკი მარცხი იწვნიეს,ბორკილები,რომლებიც ელინელებისათვის უნდა დაედოთ,თავად კართაგენელებს დაადეს გამარჯვებულებმა. – (ავტორი გენია.ჯი)