ილია ჭავჭავაძე – „ეპიზოდი”
1907 წელს მეგობრის – ნიკო ხიზანიშვილის პანაშვიდზე ილია ჭავჭავაძე დღის პირველ საათზე მივიდა.იგი უღონოდ გამოიყურებოდა.ერთხანს ფიქრმორეული დაჰყურებდა საყვარელი მეგობრის ნეშტს,შემდეგ ჭირისუფლებს მიუსამძიმრა და უმალვე ეკლესიის ეზოში გავიდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ილიას ნიკოს მოკვლის მიზეზი ჰკითხეს ტაძრის ეზოში შეკრებილმა ინტელიგენციის წარმომადგენლებმა,დიდმა ქართველმა მამულიშვილმა ერთობ წინასწარმეტყველური პასუხი გასცა:
„ – აბა,როგორა ვსთქვა; მკვლელი არაა შეპყრობილი,მაგრამ ვინც არ უნდა იყოს,ეს სულ ერთია.ჩვენ ყველაზე საშინელ ხანაში შევდგით ფეხი.რეაქციამ აღვირი აიხსნა… ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასადაც აღარ ღირს.უარესი ამბების მოლოდინში უნდა ვიყოთ,იქნებ შევესწროთ ბევრად საშინელ ტრაგედიას,ვიდრე სტავროპოლისა იყო,დიმიტრი ყიფიანის თავზედ დამტყდარი”.
და მართლაც,ნიკო ხიზანიშვილის გასაიდუმლოებული მკვლელობიდან სულ რაღაც ცხრა თვის გასვლის შემდგომ ილიაც გამოასალმეს მტარვალებმა წუთისოფელს… – (ავტორი გენია.ჯი)