ასურბანიფალის შესახებ…
ძველი აღმოსავლეთის დესპოტ მეფეთა შორის ყველაზე განათლებულ და სასტიკ მონარქად ცნობილ ასურეთის ლეგენდარულ მეფეში – ასურბანიფალში (ძვ.წ.აღ-ით 669-633 წლები) განსაკუთრებული დოზით ღვიოდა განდიდების მანია. (ავტორი გენია.ჯი) ეს „ავადმყოფობა” დამყარებული გახლდათ ომისა და გამარჯვებულის უფლებასა და დამარცხებული მოწინააღმდეგის განსაკუთრებულ შეურაცხყოფასა და დაგლახავებაზე.უძველესი წყაროების გადმოცემის თანახმად,ასურბანიფალი დადიოდა ეტლით,რომელშიაც დესპოტ მბრძანებელს შებმული ჰყავდა ოთხი ქვეყნის ყოფილი მეფე.მონებად გარდაქმნილი ეს მეფეები,რომელნიც ახლა ასურეთის ძლევამოსილი მეფის ეტლში ცხენების როლს ასრულებდნენ,წინათ კანონმდებელნი და პირველკაცები იყვნენ თავიანთ ქვეყნებში,მაგრამ ომმა და გამარჯვებულის უფლებამ ახლა ისინი მეფეების მდგომარეობიდან პირუტყვების მდგომარეობამდე დასცა.გარდა ამისა,ასურბანიფალის ბრძანებით,ასურეთის სატახტო ქალაქ ნინევიის ქუჩებში აღმართული იქნა ბოძები,რომლებზედაც ჩამოკიდებული იყო რკინის გალიები.აღნიშნულ გალიებში კი მეფისვე ბრძანებულებით ჩასმული იყვნენ მეფეთა მეორე ჯგუფის წარმომადგენლები და დაპყრობილი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი დიდებულები.მორალური დაბეჩავების,შიმშილის,ყინვისა და სიცხის გარდა,„მონა-ბულბულებად” წოდებული გალიის ეს მკვიდრნი დიდ მოუსვენრობასაც განიცდიდნენ არა მარტო ცნობისმოყვარე ნინევიელთა მზერისაგან,არამედ ქუჩაში მოთამაშე ცელქი ბავშვების ჯოხების ჩხვლეტისაგანაც.
ასე რომ,სამეფო ტახტიდან გალიამდე და მეფობიდან ბავშვთა გასართობ სათამაშოდ გადაქცევამდე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაბიჯია. – (ავტორი გენია.ჯი)