ფარაონების შესახებ…
ფარაონების ღვთაებრიობის რწმენიდან გამომდინარე,ეგვიპტელები მათდამი განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობდნენ.ფარაონების წინაშე,რომელნიც ამ ქვეყნად ცხოვრების პერიოდშივე ღმერთებად იყვნენ შერაცხილნი,უძველესი და უდიდესი ისტორიის მკვიდრნი შიშით ცახცახებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურია ის ფაქტიც,რომ ძვ.წ.აღ-ით 2 700 წელს,ძველი ეგვიპტის ფარაონის – ნეფერკარა I-ის მმართველობის ჟამს,მასთან შეხვედრის დროს შიშით გული წაუვიდა და საბოლოო ჯამში,გარდაიცვალა ფარაონის მთავარი არქიტექტორი – უაშპტა.გრადა ამისა,ცნობილია,რომ ფარაონისაგან ნებართვის მიღება მისთვის ფეხზე კოცნისა,უდიდეს პატივად მიიჩნეოდა არა მხოლოდ უბრალო მოკვდავებში,არამედ უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეებშიც კი.მაგალითად,ეგვიპტის ფარაონის ერთ-ერთმა სიძემ და დიდმა სახელმწიფო მოხელემ – პტაშეფსესმა დაგვიტოვა ერთობ „მკვეხარა” წარწერა,რომელშიაც იგი თავმომწონედ აღნიშნავს,რომ მას განუზომელი ბედნიერება ხვდა წილად ფარაონისათვის ფეხზე კოცნისა. – (ავტორი გენია.ჯი)