გიორგი სააკაძე – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ხალხური გადმოცემის თანახმად,ირანელთა სამსახურში ჩამდგარი სახელოვანი ქართველი მხედართმთავრისათვის – გიორგი სააკაძისათვის (1580-1629 წლები) ირანის შაჰსა და საქართველოს დაუძინებელ მტერს აბას I-ს უკითხავს,რა იარაღი სჯობია ბრძოლაშიო,რაზეც სააკაძისაგან შემდეგი პასუხი მიუღია: „ – დიდო შაჰო,მეომარი უნდა ვარგოდეს,თორემ თავის დროზე ყველა იარაღი კარგიაო”.რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,ბაღში სეირნობისას,შაჰ-აბასის ბრძანებით ჩასაფრებული ადგილიდან ერთდროულად და სრულიად მოულოდნელად მიუშვეს სააკაძეზე ორი ლომი.გულად ქართველ მხედართმთავარს ერთობ კრიტიკული მომენტი დაუდგა,მაგრამ იგი არ დაიბნა: ერთი ხელით ქუდი მოიხადა,რომელიც გაავებულ ნადირს ჩასჩარა ხახაში,იმავე დროს კი მარჯვენა ხელით ხანჯალი იძრო და ერთი დარტყმით განგმირა მეორე ლომი.ვიდრე პირველი ლომი პირიდან ქუდს გადმოაგდებდა,სააკაძემ მარჯვენა ხელი გაინთავისუფლა და ხანჯლის მეორე დარტმით ისიც განუგმირავს.აკი უთქვამს კიდეც აბას I-თან გასაუბრებისას გიორგის – „მეომარი უნდა ვარგოდეს,თორემ თავის დროზე ყველა იარაღი კარგიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)