იცით თუ არა,რომ
1. არისტოტელეს ფილოსოფიური სკოლის „ლიცეუმის” პირველ ხელმძღვანელს – არისტოტელეს – 13 მონა ჰყავდა; ლიცეუმის შემდეგ ხელმძღვანელს – თეოფრასტეს – 9; მომდევნო ხელმძღვანელს – სტრატონს – 6; ლიკონს – 12; რამდენიმე მონა ჰყავდა ასევე გენიალურ ძველრომაელ ორატორს – მარკუს ტულიუს ციცერონსაც. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ინდოელთა რწმენის თანახმად,ბავშვის დაბადებბის მეექვსე ღამეს მასთან მიდის ბედის დამწერი ღმერთი – ვიდგატა და შუბლზე აწერს მთელი მისი მომავალი ცხოვრების მსვლელობასა და თავგადასავალს.ამგვარად,ინდოელთა წარმოდგენით,ადამიანს მთელ თავის ცხოვრებაში არ შეუძლია სხვა რამის გაკეთება და მოქმედება,გარდა იმისა,რაც მას ბედის დამწერმა ღმერთმა – ვიდგატამ დააწერა.
* * *
3. უძველესი ეპოქების რომში მონათა დაღვრილ სისხლს ბნედის საწინააღმდეგო „წამლად” მოიხმარდნენ.
* * *
4. XVII საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი სასულიერო პირი – ჯონ ლაიტფუგი მის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად ირწმუნებოდა,რომ ღმერთმა ადამიანი ქრისტეს შობამდე, 5004 წლის 23 ოქტომბერს,დილის 9 საათზე გააჩინაო.
* * *
5. იონური სკოლის დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული – ჰერაკლიტე ეფესელი სამყაროს პირველსაწყისად (სუბსტანციად) – ცეცხლს მიიჩნევდა – „ამ ცეცხლს ენაცვლება ყველაფერი და ცეცხლი – ყველაფერს,როგორც ოქროს ენაცვლება ყველა საქონელი და ოქრო – ყველა საქონელს”-ო,წერდა იგი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ერთ-ერთი უღრმესი მოაზროვნე და უმდიდრესი მეცნიერული გენია,რომლის მსგავსიც არ წარმოუქმნია არც ერთ ეპოქას”. – ასე ახასიათებდა გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი არისტოტელეს.
* * *
7. ბაბილონის მეფის – ხამურაბის მიერ შექმნილი „ხამურაბის კანონის” 116-ე მუხლი კრედიტორს ავალდებულებდა,რომ ვალაუვალი მოვალისათვის დროებით მონობაში ყოფნის დროს შეექმნა რამდენადმე ასატანი პირობები.თუ კრედიტორის არასათანადო მოპყრობის გამო მასთან დროებით მონობაში მყოფი ვალაუვალის შვილი მოკვდებოდა,მაშინ სიკვდილით უნდა დასჯილიყო თავად კრედიტორის შვილი.გარდა ამისა,ასეთ შემთხვევაში კრედიტორი ჰკარგავდა მთელ თავის გასესხებულ თანხასაც.
* * *
8. ვაჟა-ფშაველა შიო მღვიმელს – „თეთრ შიოს” უწოდებდა,ხოლო „შავ შიოდ” კი – შიო არაგვისპირელს მოიხსენიებდა.
* * *
9. რომის ოდიოზმა იმპერატორმა – ნერონმა,დოღის მობერებულ და მწყობრიდან გამოსულ ცხენებს – პენსია დაუნიშნა.
* * *
10. აპენინის ნახევარკუნძულზე განთავსებულ ძველ ეტრურიაში მონებს ფლეიტის ხმის ფონზე სცემდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)