თბილისის სასულიერო სემინარია – „ეპიზოდი”
1835 წელს მდიდარი ქართველი ვაჭრის – იაკობ ზუბალაშვილის შეკვეთით შვეიცარიელმა ძმებმა (არქიტექტორებმა) – ჯოვანი და ჯუზეპე ბერნარდოცებმა თბილისში კლასიცისტურ სტილში ააგეს ნაგებობა,რომელშიც თავდაპირველად სასტუმრო იქნა განთავსებული,ხოლო მოგვიანებით კი „თბილისის სასულიერო სემინარია”. (ავტორი გენია.ჯი) სასწავლებელში უცხოელი (რუსი) მასწავლებლების მიერ დამკვიდრებულმა განსაკუთრებულმა სიმკაცრემ,მოსწავლეების მიმართ დესპოტურმა დამოკიდებულებამ,ცემა-ტყეპამ,უტიფრობამ,უშვერმა გინებამ,თმების ბდღვნამ,გაროზგვამ,სიმინდის მარცვლებზე შიშველი მუხლებით დაჩოქებამ,კუთხეში დაყენებამ და დედა ენის დევნამ,აღნიშნულ სასწავლებელს „ნორჩ სულთა საჯალათო”-ს სახელი შესძინა მოსწავლეებში. (ავტორი გენია.ჯი) სხვა სახელოვან ქართველ მამულიშვილებთან ერთად თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა ისეთი ალალ-მართალი და გულწმინდა ადამიანი,როგორიც გახლდათ დიდი ქართველი მწერალი,ქართული საისტორიო რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საზოგადო მოღვაწე – ვასილ ბარნოვი (1856-1934 წლები).სხვათა მსგავსად,სემინარიაში მოსწავლეების მიმართ გამეფებულმა არაადამიანურმა დამოკიდებულებამ თვით მშვიდი ბარნოვიც კი გამოიყვანა წყობიდან.სწორედ ამ მიზეზით გააკეთა მან თავის პატარა აღსარებაში სასწავლებლის აღმზრდელთა მიმართ შემდეგი სახის ჩანაწერი: „ამ სასწავლებელში იმდენად უზრდელად და ტლანქად გვექცეოდნენ,რომ იძულებული გავხდი ლიტერატურული ეთიკისათვის გადამეხვია და „აღმზრდელთა” მიმართ გამწარებით წამომეძახა: „თუ აძაღლებაა სადმე,ამისთანა ადამიანები უნდა აძაღლდნენო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ვასილ ბარნოვი