ნეტავი ჩემი სასახლე
მაღლა მთაზედა ამეგო,
გამვლელ და გამომვლელისთვის
ყველასთვის კარი გამეღო,
სიტყვა არვისთვის მეწყინა,
სუყველას გული მომეგო.
რაც მეშოვნა და მეპოვნა
სულ ღარიბებზე გადმეგდო.