„დამაკვირდი”
1. „მე ვფიქრობ,რომ ერთადერთი სასარგებლო ღმერთი ჩვენთვის არის ოქრო და ვერცხლი.თუ შენ მათ შეიტან შენს სახლში,მაშინ შენ შეგიძლია მოისურვო რაც მოგეხასიათება და ყველაფერი ეს მაშინვე გექნება: ქონებაც,სახლიც,ვერცხლის ჭურჭელიც,მეგობრებიც,მლიქვნელი მსახურნიც,მოწმეებიც და დამსმენნიც.საჭიროა ცოტა მეტი მისცე და შენი მსახურნი გახდებიან თვითონ ღმერთებიც კი”. – მენანდრე - (ავტორი გენია.ჯი)
2. „ომი – მამაა ყველაფრის… ზოგს მან მიუთითა ყოფილიყვნენ ღმერთებად,ზოგს – ადამიანებად.ერთნი მან აქცია მონებად,მეორენი – თავისუფლებად”. – ჰერაკლიტე ეფესელი
* * *
3. „რამდენადაც ადამიანი უგონიერეს ცხოველად ითვლება,იმდენად მისი ხელიც წარმოადგენს ორგანოს,რომელიც გონიერ არსებას შეეფერება; სხვა ცხოველებთან შედარებით იგი იმიტომ კი არ არის გონიერი,რომ მას აქვს ხელები,როგორც ამას ანაქსაგორა ამბობა,არამედ,იმიტომ აქვს მას ხელები,რომ იგი ყველაზე გონიერია,როგორც ეს სწორად დაადგინა არისტოტელემ”. – კლავდიუს გალენი
* * *
4. „უფრო ხშირად ამბოხება გამოწვეული არის ხოლმე ქონებრივი უსამართლობით; აჯანყება კი ყოველთვის ზნეობრივ ნიადაგზე ჩნდება”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო
* * *
5. „ფული სისხლი და სულია მოკვდავთა.ვისაც იგი არა აქვს,დაეთრევა,როგორც მკვდარი ცოცხლებს შორის”. – ტიმოკლე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ადამიანთა შორის არაფერს შეუქმნია ისეთი ცუდი ზნე-ჩვეულება,როგორც ფულს.იგი ანადგურებს ქალაქებს,აძევებს ხალხს სახლებიდან და რყვნის მის გონებას.კეთილ ადამიანს ცუდ საქმეზე აქეზებს და ყოველ მოქმედებაში უპატიოსნობა შეაქვს”. – სოფოკლე
* * *
7. „არავინ არავისი არ არის”. – ვლადიმერ კლაპკა
* * *
8. „თავისნებისად ვერ მომართავს ადამიანი რევოლუციის ქარიშხალს”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო
* * *
9. „ყოველი წვრილმანი ამბავი დიდი ამბების ფოთლებია”.
* * *
10. „რაც უნდა ავი იყოს დღევანდელი დღე,კაცობრიობის „ხვალ” მაინც მშვიდობიანობისა იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)