არ შეგვიშინდე, არწივო,
რა დროს სიკვდილის ჯერია!
შავს ყორანს ჩახლეჩილის ხმით
რამდენჯერ დაუმღერია.
მაგრამ შენს დიად გულს და თვალს
მკაცრად რომ შეუბღვერია,
გაბრუნებულა, წასულა,
როგორც მაცდური ფერია!