კარდინალი რიშელიეს აღსასრული
1642 წლის შემოდგომაზე საფრანგეთის სახელოვანი სახელმწიფო მოღვაწის – არმან ჟან დიუ პლესი რიშელიეს,იგივე – კარდინალი რიშელიეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობ გართულდა. (ავტორი გენია.ჯი) მას ვეღარც სამკურნალო წყლები შველოდა და ვერც სისხლის გამოშვება.იგი რეგულარულად ჰკარგავდა გონებას.ექიმებმა საფრანგეთის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს „ჩირქოვანი პლევრისტიის” დიაგნოზი დაუსვეს.მიუხედავად ამისა,რიშელიე მაინც პოულობდა საკუთარ თავში ძალას სამუშაოს გაგრძელებისა.თუმცა კი,ამის ძალები ნელ-ნელა ერთმეოდა. 1642 წლის 2 დეკემბერს სიკვდილის სარეცელზე მყოფი კარდინალი,რომელსაც სიყმაწვილეში ანრი IV – „ჩემს ეპისკოპოსს” ეძახდა,თავად საფრანგეთის მეფემ – ლუი XIII-ემ მოინახულა.მასთან გამართული საუბრისას რიშელიემ თავის მემკვიდრედ – კარდინალი მაზარინი დაასახელა.გარდა მონარქისა,იგი ასევე ინახულა დედოფალ – ანა ავსტრიელისა და გასტონ ორლეანელის წარმომადგენლებმა.ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ამტკიცებს,რომ კარდინალ რიშელიეს ყველაზე ძლიერი სასიყვარულო გრძნობა სწორედ რომ ლუი XIII-ს ცისფერთვალება და ქერათმიანი მეუღლე – ანა ავსტრიელის მიმართ გააჩნდა,რომლისთვისაც იგი ყველაფერზე წამსვლელი გახლდათო.ამას ადასტურებს ის გარემოებაც,რომ პირველი,რაც რიშელიემ ლუისა და ანას ქორწინების შემდგომ განახორციელა,მათ შორის შუღლის გაღვივება წარმოადგენდა.მეფესა და დედოფალს შორის რიშელიეს ინტრიგების წყალობით წარმოშობილმა დავამ იმდენად დაძაბა სიტუაცია,რომ ლუი დიდი ხნის განმავლობაში არ სტუმრობდა თავისი ულამაზესი მეუღლის საძინებელს.მოგვიანებით,რიშელიეს ანა ავსტრიელთან ურთიერთობა დაეძაბა,რასაც თავის მხრივ,ლუისთან ურთიერთობის დალაგება და ტახტის მემკვიდრის დაბადება მოჰყვა თან. (ავტორი გენია.ჯი)
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე კარდინალს გვერდიდან არ შორდებოდა მისი დისშვილი – ჰერცოგინია დე ეგიიონი,რომელიც მომაკვდავს გამოუტყდა,რომ მასზე ძლიერად რიშელიე ამ ქვეყნად არავის უყვარდა.მიუხედავად ამისა,ბიძამ შეყვარებული დისშვილის მკლავებში სიკვდილი მაინც არ ისურვა და სიკვდილის წინ მას ოთახის დატოვება მოსთხოვა.შედეგად,ჰერცოგინია დე ეგიიონი მამამისმა – ლეონმა ჩაანაცვლა,რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა კიდეც საფრანგეთის ყველაზე სახელოვანი სახელმწიფო მოღვაწის გარდაცვალების ფაქტი.არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე ამიერს გამოეთხოვა 1642 წლის 5 დეკემბერს პარიზში.იგი დაკრძალული იქნა სორბონას ტერიტორიაზე არსებული ტაძრის ეზოში.
1793 წლის 5 დეკემბერს,ანუ რიშელიეს გარდაცვალებიდან ზუსტად 151 წლის გასვლის შემდგომ,საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში,კარდინალის საძვალეში გაავებული ბრბო შეიჭრა.სულ რამდენიმე წამში ბრბომ მისი ბალზამირებული ნეშტი ნაკუწებად აქცია.მიცვალებულს მოჰკვეთეს ბეჭდიანი თითი,ასევე რიშელიეს ნეშტს მოჰკვეთეს თავიც.ამბობენ იმასაც,რომ ქუჩაში ბავშვები კარდინალის მუმიფიცირებული თავით ფეხბურთსაც კი თამაშობდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაშიო.დაკარგული იქნა არმანის სიკვდილის შემდგომ აღებული სახის ნიღაბიც.კარდინალ რიშელიეს ნეშტის გადარჩენილი ნაწილები მხოლოდ 1866 წელს მიაბარეს მიწას საფრანგეთის იმპერატორის – ნაპოლეონ III-ის უშუალო ჩარევის შედეგად. – (ავტორი გენია.ჯი)
ანა ავსტრიელი