ედუარდ ფოგელი – „ეპიზოდი”
ცენტრალური აფრიკის გამოჩენილი გერმანელი მკვლევარი – ედუარდ ფოგელი (1829-1856 წლები),თანამედროვე ეპოქის ჩადის რესპუბლიკის ტერიტორიაზე XVI საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისამდე არსებული ვადაის სასულთნოში მოგზაურობის ჟამს ქვეყნის მბრძანებელს შეხვდა და მასთან ერთად რამდენჯერმე ივახშმა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხანში გერმანელი მოგზაური სულთნის ბრძანებით დააპატიმრეს,გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.ბრალდება,რომლის თანახმადაც მკვლევარი სიკვდილით იქნა დასჯილი,ერთობ უცნაურ და შეიძლება ითქვას,კურიოზულ მოტივზეც გახლდათ დაფუძნებული,რაშიც თავადაც დარწმუნდებით აღნიშნული სამართლებლივი აქტის გაცნობისას: „ის ბევრს წერდა, ხატავდა და ამასთან ერთად სჭამდა ქათმებსა და ქათმის კვერცხს”.აი,თურმე,რას ემსხვერპლა ცენტრალური აფრიკის ყველაზე სახელოვანი გერმანელი მკვლევარი მსოფლიოში! – (ავტორი გენია.ჯი)