მეტიუ ფლინდერსი – „ეპიზოდი”
ავსტრალიის დიდმა ინგლისელმა მკვლევარმა - მეტიუ ფლინდერსმა (1774-1814 წლები),რომელმაც პირველმა დაადგინა,რომ „ახალი ჰოლანდია” (ასე მოიხსენიებდნენ იმ პერიოდში ავსტრალიას) ერთიანი,დამოუკიდებელი მატერიკია,გახლავთ ის ადამიანი,ვინც პირველმა წამოაყენა საკითხი იმის შესახებ,რომ აღნიშნულ მატერიკს ახალი ჰოლანდიის ნაცვლად,როგორც უწინ მას ნიდერლანდელებმა უწოდეს – ავსტრალია დარქმეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ადრეულ პერიოდში ავსტრალიას – „ტერას ავსტრალის ინკოგნიტას” ანუ „სამხრეთის უცნობ მიწას” უწოდებდნენ,ფლინდერსმა კი წამოაყენა წინადადება,რომ,რადგანაც აღნიშნული კონტინენტი უკვე გამოკვლეული იყო და უცნობ მიწასაც აღარ წარმოადგენდა,მისთვის მხოლოდ – „ტერა ავსტრალი” ანუ „სამხრეთის მიწა” ეწოდებინათ.დიდი ინგლისელი მკვლევარის წინადადება მართლაც იქნა მიღებული და მას შემდეგ,სამხრეთის მატერიკს – ავსტრალია ეწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)