იცით თუ არა,რომ

1. ტიმოკრატიული კონსტიტუცია – წარმოადგენს ისეთი სახის კონსტიტუციას,რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებებს მათი ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს,პრინციპით: მეტი გაქვს ქონება – მეტი გაქვს უფლება,ნაკლები გაქვს ქონება – ნაკლები გაქვს უფლება,არა გაქვს ქონება – არა გაქვს უფლება. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. წყნარ ოკეანეში განთავსებული ახალი კალედონიის მკვიდრი მოსახლეობა ჯეიმზ კუკის ექსპედიციასთან პირველი შეხვედრისას (1774 წელს) ყველაზე მეტად გააკვირვა თხების,ღორების,ძაღლებისა და კატებობის არსებობამ.

* * *

3. მას შემდეგ,რაც საყოველთაოდ ცნობილმა ესპანელმა კონკისკადორმა – ერნან კორტესმა თანამედროვე კალიფორნიის მიწას მიაღწია,იგი იმდენად შეაწუხა იქ გამეფებულმა სიცხემ,რომ აღნიშნულ ტერიტორიას – „კალიდა ფორნა” ანუ „ცხელი ღუმელი” შეარქვა.

* * *

4. სახელგანთქმული იტალიელი (ფლორენციელი) მოგზაური,მკვლევარი და კარტოგრაფი – ამერიგო ვესპუჩი თავის დროზე – ფლორენციის ბანკირთა სახლის მოლარედ მუშაობდა.

* * *

5. 1497 წლის 2 ივნისს ესპანეთის ხელისუფლებამ გამოსცა კანონი,რომლის თანახმადაც ყველა მსურველს (ესპანელს) თავისუფლად შეეძლო დასახლებულიყო ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ახლად აღმოჩენილ ქვეყნებში. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. ქვანახშირი,რომელსაც ჩინეთში იმთავითვე მოიხმარდნენ საწვავად,პირველად ევროპელებს დიდმა იტალიელმა მოგზაურმა – მარკო პოლომ გააცნო.

* * *

7. პირველი ადამიანი,რომელმაც ევროპელებს ჩინური დამწერლობის თავისებურება და ბუდისტური მოძღვრების რაობა გააცნო, XIII საუკუნის გამოჩენილი ფრანგი მისიონერი და ელჩი – უილიამ რუბრუკი გახლდათ.გარდა ამისა,სწორედ რუბრუკი იყო ის პირველი ევროპელიც,რომელმაც გვამცნო,რომ ჩინეთში მიმოქცევაში ტრიალებდა ქაღალდის ფული.

* * *

8. პირველი ისტორიკოსი,რომელმაც მაშინდელ სამყაროს აცნობა,მდინარე ვისლას იქით სლავები – „ვენედები” ცხოვრობენო, – „პლინიუს უფროსად” წოდებული – გაიუს პლინიუს სეკუნდუსი გახლდათ (მოღვაწეობდა I საუკუნეში).

* * *

9. გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული – არისტოტელე ამტკიცებდა,რომ დედამიწა ბირთვიაო.აღნიშნულ დებულებას კი იგი ასე ასაბუთებდა: „დედამიწის ჩრდილი,რომელიც დაბნელების დროს მთვარეზე ჩანს,მრგვალია და ამის ახსნა მხოლოდ დედამიწის ბირთვისებური ფორმით შეიძლება.გარდა ამისა,სხვადასხვა ქვეყნებში მზე და ვარსკვლავები ცაზე სხვადასხვა სიმაღლეზე ამოდიან, და ჩრდილოეთის ქვეყნებში ისეთი ვარსკვლავები ჩანან,რომლებიც სამხრეთის ცაზე არ შეინიშნება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10. ადრეულ ეპოქებში პერუელი ინდიელები  მიწის გასანოყიერებელ სასუქად – „გუანოს” ანუ ფრინველის სკლინტს იყენებდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>