სიბილა ალერამო
სიბილა ალერამო - დაიბადა 1876 წლის 14 აგვისტოს ალესანდრიის პროვინციაში (პემონტის რეგიონი,იტალია).იგი წარმოადგენდა დიდ იტალიელ მწერალს და ცნობილ “ფემინისტს”,რომელსაც მიენიჭა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო იტალიისა: “ვიარეჯოს პრემია”.დაბადებისას მისი სახელი იყო რინა ფაჩო,თუმცა მოგვიანებით სახელი შეიცვალა.სწავლა ადგილობრივ სკოლაში დაიწყო,თუმცა 16 წლის ასაკში იძულებული გახდა იგი მიეტოვებინა,რადგან მის ცხოვრებაში დატრიალდა მოვლენა,რომელმაც მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია.საქმე იმაში გახლდათ,რომ სიბილა ცოლად გაჰყვა ისეთ მამაკაცს,რომელმაც მასზე “ძალადობა განახორციელა”. (ავტორი გენია.ჯი) 1901 წელს მან მიატოვა იგი და საკუთარი შვილიც კი,რის შემდეგაც გადავიდა რომში.აღნიშნული მოვლენები კი მის პირველსავე წიგნში აღწერა. (ავტორი გენია.ჯი) რომში იგი დაუკავშირდა ლიტერატურული და პოლიტიკური წრეების ადამიანებს და ჩამოაყალიბა “ფემინისტური მოძრაობა”.მის შესახებ დადიოდა უამრავი მითი თუ რეალური ცნობები,რომელთა შორის მის “ლესბოსელობაზეც” საუბრობდნენ.1906 წელს აქვეყნებს ნაწარმოებს – “ქალი”,1919 წელს – “გადასვლა”,1922 წელს – “მეტამორფოზას”,1923 წელს პიესას – “ედმინიონი”,1927 წელს – “მიყვარს,ესე იგი ვარსებობ” და ასე შემდეგ.გარდა იმისა,რომ მან სამწერლო ასპარეზზე დიდი პოპულარობის მოპოვებისა,იგი იტალიის “ფემინისტური მოძრაობის” ერთ-ერთ უდიდესს წარმომადგენლადაც იქცა და ფართოდ იცავდა “ქალთა უფლებებს”.ხანში შესულმა სიბილამ იმოგზაურა ევროპაში.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაწევრიანდა იტალიის კომუნისტურ პარტიაში.სიბილა ალერამო გარდაიცვალა 1960 წლის 13 იანვარს რომში,ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.2002 წელს ცნობილი იტალიელი მსახიობისა და რეჟისორის მიკელე პლაჩიდოს მიერ გადაღებულ იქნა ფილმი,სადაც გადმოსცა სიბილა ალერამოსა და ცნობილი იტალიელი პოეტის – დინო კომპანიონის სიყვარულის ამბავი. (ავტორი გენია.ჯი)