ჟან-ფრანსუა ლაპერუზი – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული ფრანგი მეზღვაური – ჟან-ფრანსუა ლაპერუზი (1741-1788 წლები),რომლის სახელსაც დღემდე ატარებს კუნძულ სახალინსა და კუნძულ ჰოკაიდოს შორის არსებული სრუტე (ლაპერუზის სრუტე),სხვა ცნობილი კოლონიზატორი-მეზღვაურებისა თუ კონკისკადორი-მოგზაურებისაგან ერთობ განსხვავებული მსოფლმხედველობით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი მიუტევებელ დანაშაულად მიიჩნევდა ევროპელთა მიერ სხვა ქვეყნების მიწების დაპყრობასა და თავიანთ საკუთრებად გამოცხადებას.ჰუმანიზმით განმსჭვალული დიდი ფრანგი მეზღვაური,რომელიც სიყრმიდანვე იყო ჩამდგარი საზღვაო სამსახურში და რომელსაც სრულიად ახალგაზრდას,სულ რაღაც 22 წლის ასაკში მიანიჭეს პირველი რანგის კაპიტნის წოდება,აღნიშნული საკითხის შესახებ თავის გულისწყრომას ლაპერუზი შემდეგი სიტყვით გამოხატავდა: „საღად მოაზროვნე ყოველ ადამიანს უნდა აღაშფოთებდეს ის,რომ ჩვენ ვეპატრონებით მიწას,რომელსაც დიდი ხანია ჰყავს თავისი კანონიერი პატრონები”-ო. – (ავტორი გენია.ჯი)