თუკი ძველ ბერძენ მეცნიერებს ვერწმუნებით…
თუკი ძველ ბერძენ მეცნიერებს ვერწმუნებით,ძველი კოლხები შესანიშნავი მეზღვაურები ყოფილან.მათივე ცნობების თანახმად,ძველ კოლხებს ჰქონიათ განსაკუთრებული ფიცრები,რომელთაც – „კირბები”-ს სახელწოდებით მოიხსენიებდნენ და რომლებზედაც თავის მხრივ,დატანილი იყო უძველეს ეპოქებში ცნობილი ყველა გზა,წყლისა და ხმელეთის საზღვრები. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, თანამედროვე გეოგრაფიული მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი გერმანელი გეოგრაფი – კარლ რიტერი (1779-1859 წლები) ამტკიცებდა,რომ კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონების პატივი სრულიადაც არ ეკუთვნოდათ მცირე აზიაში მაცხოვრებელ ბერძნებს,რადგან იგი ბევრად ადრე კოლხ მოგზაურ-ვაჭართა შორის იყო გავრცელებულიო.ასე რომ,ჩვენს ქვეყანას ისტორიის უძველესი პერიოდებიდანვე ჰქონდა ერთობ განვითარებული გეოგრაფიული აზროვნება.აკი ამასვე მოწმობდა გენიალური ქართველი გეოგრაფი,ისტორიკოსი და კარტოგრაფი,თვით – ვახუშტი ბატონიშვილიც: „საქართველოს რუკებს უწინაც ხაზავდნენო” – (ავტორი გენია.ჯი)
კარლ რიტერი
ვახუშტი ბატონიშვილი