ფერნანდო მაგელანის შესახებ…
დედამიწის ირგვლივ პირველი წარმატებული მოგზაურობის შემოქმედის,პორტუგალიელი ზღვაოსნის – ფერნანდო მაგელანის (1480-1521 წლები) მიმართ ესპანეთის სამეფო კარის უნდობლობა იმდენად მაღალი იყო,რომ მეფის – კარლ V-საგან გაცემული იყო საიდუმლო ინსტრუქცია,რომლის თანახმადაც ექსპედიციის რამდენიმე წევრს მუდმივად უნდა ედევნებინა გასაიდუმლოებულ ვითარებაში თვალყური მისი ყოველი ნაბიჯისათვის. (ავტორი გენია.ჯი) მაგელანისადმი უნდობლობითვე გახლდათ გამოწვეული ის ფაქტიც,რომ ექსპედიციაში,რომელსაც მსოფლიოს გარშემო უნდა ემოგზაურა,პორტუგალიელი (მაგელანის თანამემამულე) მეზღვაურების ჩართვა აიკრძალა.მიუხედავად აკრძალვისა,ფერნანდომ 265 კაცისაგან შემდგარ საექსპედიციო ჯგუფში (რომელთაგან ცოცხალი სამშობლოში მხოლოდ 18 დაბრუნდა) 30 პორტუგალიელი მეზღვაურის შეპარება მაინც მოახერხა.უნდა ავღნიშნოთ ის გარემოებაც,რომ პორტუგალიელი მაგელანის ესპანელთა სამსახურში ჩადგომა განაპირობა პორტუგალიის მეფისა და ზოგადად რომ ვთქვათ,სამშობლოს მიერ გამომჟღავნებულმა უმადურებამ.წინააღმდეგ შემთხვევაში,ექსპედიცია,რომელმაც პირველმა შემოუარა წარმატებით მსოფლიოს,არა ესპანური,არამედ პორტუგალიური იქნებოდა,რაც თავის მხრივ,კიდევ უფრო დიდ სახელს შესძენდა თავის ქვეყანას. „ნება დაგვრთე ექსპედიცია მოვაწყოთ,ეს ხომ თქვენს ხაზინას აურაცხელ სარგებელს მოუტანს?!” – ამ სიტყვებით მიმართა ფერნანდომ პორტუგალიის მონარქს,რაზედაც პასუხად ცივი უარი მიიღო.აღნიშნულმა ფაქტმა კი,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,შვიდწლიანი ერთგული სამსახური წყალში გადაუყარა დიდ მეზღვაურს.
ცნობილია ისიც,რომ სახელოვანმა პორტუგალიელმა მეზღვაურმა ინდოეთში მოგზაურობის დროს,მალაის კუნძულებზე შეიძინა მალაელი მონა,რის შემდგომაც იგი ქრისტიანად მონათლა და ევროპული სახელი – ენრიკე შეარქვა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ქრისტიანად მონათლული ენრიკე დროთა განმავლობაში მაგელანის უერთგულეს მსახურად და, შეიძლება ითქვას,სანდო მეგობრადაც იქცა,რის გამოც დიდი პორტუგალიელი მეზღვაური მას გვერდიდან არ იცილებდა და სიკვდილამდე ყველგან თან დაატარებდა.მოგზაურობების დროს მონად ნაყიდი ენრიკე ელჩის ფუნქციებითაც იღჭურვებოდა ხოლმე პატრონის მხრიდან. – (ავტორი გენია.ჯი)