ლორენს სტერნი – „ეპიზოდი”

დიდმა ინგლისელმა მწერალმა და სასულიერო პირმა – ლორენს სტერნმა (1713-1768 წლები),თავისი პირველი რომანი – „ტრისტამ შენდი” 45 წლის ასაკში დაწერა.აღნიშნულმა იუმორისტულმა ნაწარმოებმა არნახული წარმატების გარდა,არა მხოლოდ განსაკუთრებული კრიტიკა,არამედ პროტესტიც კი გამოიწვია საზოგადოების ერთ ნაწილში. (ავტორი გენია.ჯი) ლორენსის ლიტერატურული ქმნილება „ტრისტამ შენდი” კრიტიკოსებმა სკანდალურ ნაწარმოებად შერაცხეს და აღნიშნეს,რომ სასულიერო პირისათვის ასეთი თამამი შინაარსის მქონე ნაწარმოების დაწერა ყოვლად შეუფერებელ საქციელს წარმოადგენდა.თავის მხრივ კი,არქიეპისკოპოსს მოუწოდეს შესაბამისი ზომები მიეღო ავტორის წინააღმდეგ.მოგვიანებით,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფმა,მაშინ,როდესაც იგი უკვე ქალაქის კერპად იყო ქცეული,ლორენს სტერნმა ერთობ მრავლისმეტყველი დასკვნა დაგვიტოვა თავისი უმთავრესი ცხოვრებისეული მიზნის შესახებ: „ჩემი მიზანი იყო,მესწავლებინა სიყვარული ქვეყნიერებისა და ჩვენი ახლობლებისა უფრო მეტად,ვიდრე ეს ადამიანებს გვჩვევია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>