ლორდი ჩესტერფილდი – „ეპიზოდი”
„დავიწყოთ იმით,რომ კაცმა უნდა იცოდეს,როგორ შემოვიდეს ოთახში,მერე კი როგორ გავიდეს იქიდან.როცა ადამიანის ხელ-ფეხი საკმაოდ მოუქნელია,ეს თავისთავად საჭიროებს მნიშვნელოვან ვარჯიშს.კაცი ისე უნდა იყოს ჩაცმული,რომ მისი ტანსაცმელი თხემით ტერფამდე მოდური ჩანდეს,მაგრამ არც ახალი და არც მყვირალა: კაცის კბილები ჩინებული უნდა იყოს; მისი პარიკი კი – წუნდაუდებელი; ფრჩხილები ნაწილობრივ უნდა ჰქონდეს მოჭრილი ან მრგვალად; უნდა შეეძლოს ხორცის დაჭრა,ცეკვა და – რაც თითქმის ასევე დიდი ხელოვნებაა, – სკამზე მოხდენილად ჯდომა; ეს ყოველივე ანა-ბანაა მოხდენილობის ხელოვნებისა.ახლა მეტყველებას მივადექით.საჭიროა,სულ ცოტა სამ ენაზე ვლაპარაკობდეთ გამართულად.მაგრამ ვიდრე პირს გავაღებდეთ,უნდა გავფრთხილდეთ – სულ იმას უნდა ვეცადოთ,რომ არ გავიცინოთ.გარკვეული ხნის მერე,როცა ახალგაზრდა კაცი საუბარს შეიძლებს,მან უნდა მოიცილოს ანდაზები და ვულგარული გამოთქმები; გარკვევით და გრამატიკულად სწორად უნდა ილაპარაკოს,არ უნდა იკამათოს; არაფერი არ უნდა შეთხზას და საკუთარ თავზე ლაპარაკს მოერიდოს.მაშინ ბოლოს და ბოლოს ყმაწვილ კაცს შეეძლება ხელი მოჰკიდოს მოხდენილობის უმშვენიერეს ხელოვნებას – თავაზიანობის ხელოვნებას.რადგან ყველა (კაცი იქნება თუ ქალი) ბატონობს პატივმოყვარეობა,უყურე და უცადე,უთვალთვალე,გამოძებნე მათი სისუსტეები და მაშინ გაიგებ,სად უნდა გამოსდო ჩანგალი მათ გამოსაჭერად,რადგან ესაა ქვეყნად წარმატების მიღწევის ხელოვნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღნიშნული ამონარიდი ამოღებულია ინგლისელი დიპლომატის,ორატორისა და ფილოსოფოსის – ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდის (1694-1773 წლები) გენიალური ეპისტოლარული ქმნილებიდან – „წერილები ვაჟიშვილს”.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ავტორმა ამ უკვდავ ლიტერატურულ ძეგლზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო,როდესაც მისი უკანონო (თუმცა ერთადერთი) ვაჟი – ფილიპე,რომელიც ნიდერლანდელი ჰუვერნანტისაგან შეეძინა,შვიდი წლის პატარა ბიჭუნა იყო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ასევე ისიც,რომ ლორდი ჩესტერფილდის წერილები ლორდმა მეჰონმა გამოაქვეყნა,რომელმაც წიგნად ქცეული ჩესტერფილდის წერილების პირველი გამოცემის პროლოგში საჭიროდ ჩათვალა დაინტერესებული მკითხველისათვის ერთობ საინტერესო სახის გაფრთხილება მიეცა: „ეს წერილები არავითარ შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული მოუმწიფებელი ან მოუწესრიგებელი პიროვნებებისათვის.იმ ხალხს,ვისაც აქვს ზუსტი მიხვედრილობა და მომწიფებული პრინციპები შეუძლია წაიკითხოს ეს წიგნი,ისე,რომ საკუთარ თავს ვნება არ მოუტანონ”. – (ავტორი გენია.ჯი)