ლადო მესხიშვილი კარიერის გარიჟრაჟზე
კარიერის გარიჟრაჟზე „ქართული სცენის მშვენებად” წოდებულმა გენიალურმა ქართველმა მსახიობმა და რეჟისორმა – ლადო მესხიშვილმა (1857-1920 წლები),რომელსაც თავისი ადრეული ცხოვრების უდიდესი ნაწილის გატარება სამშობლოდან მოშორებულს უცხოეთში მოუხდა,რის გამოც მშობლიური ენაც კი სრულიად ჰქონდა დავიწყებული, 24 წლის ასაკში, 1881 წელს „რუსული ტრუპას” მიერ საქველმოქმედო მიზნით დადგმულ ნიკოლოზ ჩერნიშევსკის რუსულენოვან პიესაში „გაფუჭებულ ცხოვრებაში” ითამაშა მთავარი გმირის – კურჩაევის როლი. (ავტორი გენია.ჯი) სპექტაკლის მიმდინარეობას პარტერის პირველი რიგებიდან თვალს ადევნებდნენ ისეთი დიდი ქართველი მოღვაწეები,როგორებიც გახლდნენ – ილია ჭავჭავაძე,დავით ერისთავი და მიხეილ ბებუთაშვილი.მესხიშვილის მიერ საუცხოოდ განსახიერებულმა როლმა დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.მას შემდეგ,რაც პიესის მეოთხე აქტი იქნა დასრულებული,კულისებში ილია,დავითი და მიხეილი შევიდნენ,მოძებნეს მედიკოსის პროფესიის დაუფლების მოსურნე დამწყები მსახიობი და ერთის ამბით გამოემცნაურეს მას.დავით ერისთავმა,როგორც სასცენო ხელოვნების კარგმა მცოდნემ,მაშინვე განსჭვრიტა ლადო მესხიშვილის გენიალური ნიჭი,თავისი აღტაცება ვერ დამალა და სულიერი აღმაფრენით შესძახა: „როგორც იქნა ვიპოვე ჩემი ხიმშიაშვილიო!” ილიამ კი თავისებური დინჯი დარბაისლობით მიმართა ჭაბუკს: „როგორი ქართველი ხარ,ყმაწვილო,როდესაც შენს სამშობლო სცენას გაურბიხარ და რუსულ სცენაზე თამაშობ.არ გეკადრება ქართველს ასეთი საქციელი! ჩვენი სცენა ჯერჯერობით მეტად ღარიბია და ვისაც ნიჭი და უნარი აქვს,მოვალეა მის აყვავებას ემსახუროს”.
დარცხვენილი ლადო დიდხანს იდგა გაჩუმებული.იგი ინსტიქტურად გრძნობდა თავის დანაშაულს,რომელშიაც თავის მხრივ,ნაკლები ბრალი მიუძღოდა მას. (ავტორი გენია.ჯი) მესხიშვილმა მხოლოდ ისღა მოახერხა ეთქვა,რომ მშობლიური ენა არ ვიციო და თან დასძინა: „თქვენის ხელმძღვანელობით და ჩემის მეცადინეობით,ვფიქრობ,ყველა სიძნელეს გადავლახავო”.
და მართლაც, 1881 წლის 10 ოქტომბერს,იგი პირველად გამოჩნდა ქართულ სცენაზე,რა დროსაც პიესა – „შეშლილში” ვილკენის როლი განასახიერა.ერთობ საყურადღებოა ის გარემოება,რომ თავდაპირველად,ქართული ანბანის არმცოდნე ლადო მესხიშვილს სცენაზე განსასახიერებელი როლების ტექსტებს რუსული ასოებით უწერდნენ,რაც მსახიობისათვის ძალიან ძნელი ასათვისებელი იყო.მიუხედავად ასეთი უკიდურესი სირთულისა,გენიალურმა ქართველმა მსახიობმა მაინც გადალახა მის წინაშე აღმართული დაბრკოლება და იქცა კიდეც იგი – „ქართული სცენის მშვენებად”. – (ავტორი გენია.ჯი)