რა დაუბარა მიხეილ ყიფიანმა პატარა ქართველებს?
მას შემდეგ,რაც დიდი ქართველი მამულიშვილი,პედაგოგი,პუბლიცისტი და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ერთ-ერთი ფუძემდებელი – მიხეილ ყიფიანი (1833-1891 წლები) დააპატიმრეს და ციმბირის შორეულ და ურთულეს გზას გაუყენეს,გზაში,ჟანდარმებით გარშემორტყმული საპატიმრო ეტლი,რომლითაც იგი გადაჰყავდათ,რამდენიმე წუთით გორის ქალთა გიმნაზიასთან შეჩერდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ დროს კი სასწავლებლის ფანჯრებს უამრავი ცნობისმოყვარე ბავშვი მიაწყდა (მათ შორის იმყოფებოდა ცნობილი ქართველი მწერალი ქალი – ანასტასია ერისთავი-ხოშტარიაც).როდესაც ყიფიანმა გიმნაზიის ფანჯრებიდან მომზირალი თავისი ყოფილი შეგირდები დაინახა,პირი მათკენ იბრუნა და ომახიანად შესძახა:
„ – სალამი,პატარა ქართველებს! მე ციმბირში მივყევარ ამ ძაღლებს… გახსოვდეთ,რომ თქვენ ქართველები ხართ… ისწავლეთ,ისწავლეთ და ისწავლეთ! სწავლით,შრომითა და უნარიანობით გაახარეთ თქვენი დაბეჩავებული სამშობლო… მშვიდობით,ჩემო პატარა მეგობრებო!..”