ჯონათან სვიფტი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც დიდმა ირლანდიელმა მწერალმა-სატირიკოსმა, პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ - ჯონათან სვიფტმა (1667-1745 წლები) თავისი უახლოესი ადამიანის, უკეთილშობილესი ახალგაზრდა ქალის – ლედი აშბერჰემის გარდაცვალება შეიტყო, სასოწარკვეთილს აღმოხდა: „მე მძულს ცხოვრება, როდესაც ვფიქრობ, რომ ასეთი ამბები ხდება; როდესაც ვუყურებ ათასობით არამზადას, მიწას რომ ამძიმებენ, და მისი მსგავსი არსება კი კვდება, მგონია, რომ ღმერთს სიცოცხლის დალოცვა არასოდეს მოუსურვებია”. – (ავტორი გენია.ჯი)