ოთარ ჭილაძე წერდა…
„ხალხი უკვდავებაა,სწორედ მარადიულობაშია მისი ძალა და ერთადერთი,რაც ევალება,სიცოცხლის შენარჩუნებაა,რადგან სიცოცხლის გარდა,ყველაფრის აღდგენა და დაბრუნება შეიძლება თურმე,ცხვარსაც მოაშენებ ხელახლა და ვაზსაც.პომპეუსები და ჰიტლერები მოდიან და მიდიან,ხალხი კი სულ უნდა იყოს – ამის გამო,რა თქმა უნდა,ბევრი დამცირებისა და სიბინძურის ატანაც უხდება,მაგრამ,დროთა განმავლობაში,ყოველგვარი ჭუჭყისაგან თვითონვე იწმინდება,ზღვასავით.სამაგიეროდ,ადამიანია მოკვდავი.არა მარტო ვირის,ძაღლისა და მაიმუნის,არამედ,ყვავის წილი სიცოცხლეც რომ მიიმატოს,ბოლოს მაინც უნდა მოკვდეს.ამიტომ,ხალხისაგან განსხვავებით,სიცოცხლის შენარჩუნებაზე მეტად,იმაზე უნდა იზრუნოს,ადამიანად შობილი,ადამიანადვე რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან.ხალხი თუ სიცოცხლეს ინახავს,როგორც ნაცარი – ნაღვერდალს,ადამიანი სიცოცხლის აზრს,ანუ,იმ ნაღვერდალში ჩაბუდებულ ცეცხლს განასახიერებს,ალივით.ამიტომ,არაფერი არ უნდა დათმოს,რაც მის ადამიანობას ადასტურებს და რისი შენარჩუნებაც,ენით აუწერელი ტანჯვის საფასურად შეუძლია მხოლოდ.რას იზამ,რა გაეწყობა – ადამიანი მოწაფეა,ტანჯვა კი – მასწავლებელი.ღმერთი,თურმე,იმას უფრო მეტ სატანჯველს უგზავნის,ვინც უყვარს; იმას უფრო მკაცრად სცდის,ვისიც სწამს”. – (ავტორი გენია.ჯი)