სპარტაკი – „ეპიზოდი”
დიდი ძველ რომაელი ისტორიკოსის – მესტრიუს პლუტარქეს გადმოცემის თანახმად,უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლის წინ,რომელიც თრაკიელი მონის – სპარტაკის (ძვ.წ.აღ-ით 110-71 წლები) დაქვემდებარებაში მყოფი გლადიატორებისა და მონებისაგან შემდგარ არმიას რომაული რეგულარული ჯარების წინააღმდეგ უნდა გადაეხადა,აჯანყებულთა ბელადს ხმლით თავისი საყვარელი ცხენი განუგმირავას,რის შემდგომაც უთქვამს: „თუ გავიმარჯვებ,მაშინ მტრის ცხენებში ავარჩევ საუკეთესოს,თუ დავმარცხდები,მაშინ ცხენიც აღარ დამჭირდებაო”. – აკი აღარც დასჭირვებია… ძველ ბერძენი ისტორიკოსი – აპიანე ალექსანდრიელი გვამცნობდა: „უთანასწორო ბრძოლაში სპარტაკი ხელშუბით იქნა დაჭრილი ბარძაყში.მუხლის თავებზე დამდგარი,წინ გაშვერილი ფარით იგერიებდა თავდამსხმელთ,ვიდრე არ დაეცა თანამებრძოლებთან ერთად,რომლებიც ბევრნი ეხვივნენ გარს.სპარტაკთან ერთად დამარცხებული და განადგურებული იქნა მისი არმიაც.ვიღაც მადლიერმა მონამ განგმირულ აჯანყების ბელადს თავი მოჰკვეთა,რათა იგი რომაელებს არ ამოეცნოთ და მისი გვამი არ წაებილწათ და არ ეთრიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)