„მანუს კანონების” თანახმად…
ინდოეთის უძველეს საკანონმდებლო კრებულში – „მანუ-სმრიტი” (მანუს კანონები),რომელიც გაჯერებული გახლდათ რელიგიური ელფერით,ვკითხულობთ: „უზენაესმა ღმერთმა – ბრაჰმამ საზოგადოების ყველა ფენა (კასტა) გააჩინა თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილისაგან.პირისაგან მან გააჩინა ბრაჰმანები,რომელთაც მიანიჭა უზენაესი ხელისუფლება და განაწესა ისინი ქვეყნის მმართველებად და ბატონ-პატრონებად.ხელებისაგან გააჩინა – ქშატრიები,რომელთაც დაავალა ქვეყნის დაცვა.ბარძაყებისაგან გააჩინა – ვაიშიები,რომელთაც დაავალა მიწათმოქმედება.ფეხებისაგან კი მან გააჩინა – შუდრები,ანუ მონები და მხოლოდ ერთი საქმიანობა განუმწესა მეუფემ მათ – უდრტვინველად ემსახუროს სამივე კასტას”. – (ავტორი გენია.ჯი)