ჟან-პოლ მარატი – „ეპიზოდი”

1793 წლის 13 ივლისს,შარლოტა კორდეს მიერ აბაზანაში მოკლულ საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინამძღოლსა და იაკობინელთა ლიდერს – ჟან-პოლ მარატს (1743-1793 წლები) სიყმაწვილეში ერთი მიჯნური ჰყავდა. (ავტორი გენია.ჯი) ეს იყო პერიოდი,როდესაც დიდებულ არტუას საჯინიბოს ექიმად მუშაობდა და ერთი დიდებული ქალბატონი უყვარდა.ისტორიულად დადასტურებული ფაქტია,რომ მათ შორის წარმოშობილი სასიყვარულო რომანის ხანაში,მარატმა თავისი მდიდარი საყვარელისაგან საჩუქრად ძვირფასი,წმინდა ბატისტისაგან დამზადებული ზეწარი მიიღო,როგორც სახსოვარი იმ დაუვიწყარი დღეებისა.მას შემდეგ ათწლეულები გავიდა… და აი, როდესაც საფრანგეთში განხორციელებული რევოლუციისშემდგომი ტერორის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მარატი მკერდში დანის დარტყმით იქნა განგმირული,სუდარად რომ სხვა ვერაფერი იპოვეს შესაფერი მის სახლში,ბებერმა დედაკაცებმა იგი სწორედ იმ ზეწარში გაახვიეს,რომელზედაც ოდესღაც სიყვარულის ჟინს იკლავდა ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>