რატომ დაასრულეს სიცოცხლე სუიციდით ყმაწვილმა ლიტერატორებმა?
ყმაწვილ ფრანგ დრამატურგებსა და პოეტებს – ვიქტორ ესკუსსა (1813-1832 წლები) და ოგიუსტ ლებრას (1816-1832 წლები),ერთობლივად დაწერილმა პირველმა პიესამ,სახელწოდებით – „მავრი ფარუკი” უდიდესი პოპულარობა მოუტანა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,თეატრალურმა კრიტიკამ ისინი ქებით ცაში აიყვანა.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ პიესის ამ ორმა ყმაწვილმა გენიოსმა ავტორმა აღნიშნული ქმნილება თანაავტოორობით იმ დროს დაწერეს,როდესაც ესკუსი – 18 წლის ასაკში იმყოფებოდა,ხოლო – ლებრა კი სულ რაღაც – 15 წლის ასაკში.მათ მიერ ერთობლივი თანაავტორობით შემდგომში დაწერილ ორ პიესას პირველის მსგავსად წარმატება არ ხვდომია.თუმცა,ვიქტორისა და ოგიუსტისათვის ყველაზე თავზარდამცემი მაინც, 1832 წელს დაწერილი პიესა – „რაიმონი” აღმოჩნდა,რომელიც კრიტიკოსებმა ერთობ ცივად მიიღეს.უცაბედმა „დაცემამ” ყმაწვილები ისეთ დეპრესიამდე მიიყვანა,რომ ესკუსმა და ლებრამ თვითმკვლელობის ჩადენა გადაწყვიტეს.სანამ ამ საშინელ აქტს განახორციელებდნენ,ესკუსმა შემდეგი სახის წერილი დაწერა: „ვისურვებდი,რომ გაზეთები,რომლებიც ჩემს სიკვდილს ამცნობენ საზოგადოებას,წერდნენ: „მან მოიკლა თავი მხოლოდ იმიტომ,რომ მისი ადგილი აქ არ იყო; იმიტომ,რომ მას არ ეყო ძალა არც წინ წასვლისა და არც უკან დახევისა; იმიტომ,რომ მისი სული არასაკმარისად ფლობდა დიდების წყურვილს – თუკი სული საერთოდ არსებობს”. – უკანასკნელი წერილი სუიციდამდე დაწერა ლებრამაც: „ვკვდები,მაგრამ არ დამიტიროთ: ჩემმა ბედმა უნდა გამოიწვიოს არა მწუხარება,არამედ – შური”.
1932 წლის 18 თებერვალს ვიტორ ესკუსმა და ოგიუსტ ლებრამ ნახშირბადის მონოქსიდით თავი გაიგუდეს.იმჟამად ესკუსი 19 წლის ასაკში იმყოფებოდა,ხოლო ლებრა კი – 16 წლის ასაკში.იმ პერიოდის კრიტიკამ ყმაწვილი ლიტერატორების თვითმკვლელობა რომანტიზმის ცუდი გავლენითა და „რომანტიული მოდისადმი” უგუნური მიბაძვით ახსნა. – (ავტორი გენია.ჯი)