ბაბილონი – „ეპიზოდი”
უძველესი მესოპოტამიის დედაქალაქ – ბაბილონში მოქმედ კანონებში ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით XX საუკუნეში იყო ფიქსირებული მშობლების მიერ შვილების გაყიდვის უფლება. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ძველი ეპოქის ჩინეთისა და ინდოეთის მსგავსად,აღნიშნულ პერიოდში ღარიბი ბაბილონელები არა მხოლოდ შვილების გაყიდვით იქმნიდნენ ელემენტარულ საარსებო პირობებს,არამედ შვილიშვილების გაყიდვითაც კი.იმავე პერიოდში ბაბილონში იმდენად ფართოდ ყოფილა გავრცელებული ეს საშინელი პრაქტიკა,რომ ხალხში ასეთი თქმულება დადიოდა: „ძლიერი ადამიანი ცხოვრობს თავისი ხელებით,სუსტი კი თავისი შვილების ფასით”-ო. – (ავტორი გენია.ჯი)