ნიკოლოზ კოპერნიკი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური პოლონელი ასტრონომი,მექანიკოსი და მათემატიკოსი - ნიკოლოზ კოპერნიკი (1473-1543 წლები),დიდი ხნის განმავლობაში აყოვნებდა მზის სისტემის შესახებ დაწერილი უმნიშვნელოვანესი წიგნის დღის სინათლეზე გამოტანას და გამოცემას. (ავტორი გენია.ჯი) მან მხოლოდ და მხოლოდ 70 წლის ასაკში გადაწყვიტა თავისი გონებისა და 40 წლის შრომის ნაყოფის გამოქვეყნება.სწორედ ამიტომაც იყო,მოხუც მეცნიერს სიკვდილის სარეცელზე მყოფს რომ მოუსწრო უკვდავებამ.ნიკოლოზმა კარგად უწყოდა,რომ გეოცენტრიზმის ჰელიოცენტრიზმით შეცვლას ეკლესიის მამების განრისხება მოჰყვებოდა თან,რამაც დიდი ხნის განმავლობაში დააბრკოლა იგი გამოეცა თავისი მეცნიერული ნაშრომი.მას შემდეგ,რაც ავტორმა ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ წიგნის პირველი ეგზემპლარები გამოსცა,შესავალში შემდეგი სახის შენიშვნა გააკეთა:
„შეიძლება გამოჩნდნენ ყბედები,რომელთაც მათემატიკური მეცნიერებისა არაფერი გაეგებათ, და მოისურვონ ერთი ხელის მოსმით უარყონ ჩემი დებულებები.ანდა სასაცილოდაც აიგდონ ისინი.ასეთ უვიცებს მე ყურადღებას არ მივაქცევ.მათემატიკური საგნები იწერება მხოლოდ მათემატიკოსებისათვის”.
და მართლაც,როდესაც ლუთერანული ეკლესიის გერმანელმა მამამთავარმა და გერმანული ეკლესიის რეფორმატორმა – მარტინ ლუთერმა შეიტყო დიდი პოლონელი მეცნიერის მტკიცება მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობის შესახებ,ერთობ გაბრაზებულა და უთქვამს: „ამ სულელს უნდა გადაატრიალოს ასტრონომიის მთელი ხელოვნება,მაგრამ,როგორც საღვთო წიგნებში სწერია,იისუს ნავინმა მზეს უბრძანა გაჩერება და არა დედამიწას”.
მარტინ ლუთერის აღნიშნული გამონათქვამიდანაც კი კარგად ჩანს,რომ ნიკოლოზ კოპერნიკი,ერთადერთმა,რამაც იხსნა ინკვიზიციის კლანჭებისაგან,მისი ბუნებრივი სიკვდილი გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)