ქრისტეფორე კოლუმბი – „ეპიზოდი”
ესპანეთის მეფის – ფერდინანდ II არაგონელისა და დედოფალ – ისაბელ I კასტილიელის უშუალო ბრძანებით რაინდთა ორდენის ესპანელი კომანდორის – დონ ფრანცისკო ბობადილიას მიერ პატიმრობაში აყვანილ ესპანეთის სამსახურში ჩამდგარ სახელოვან იტალიელ მეზღვაურ-მკვლევარსა და ამერიკის აღმომჩენ – ქრისტეფორე კოლუმბს (1451-1506 წლები),რომელიც ესპანეთისაკენ ხომალდით გადაჰყავდათ,ბობადილიას დაქვემდებარებაში მყოფი ოფიცრები წინანდებური პატივით ექცეოდნენ.მას შემდეგ,რაც ესპანეთის წინაშე უდიდესი წვლილის დამდებ ყოფილ ადმირალს ბორკილების ახსნა შესთავაზეს,კოლუმბმა ოფიცერთა ჰუმანური შეთავაზება და კეთილი განზრახვა კატეგორიულად უარყო: „მე ეს ხუნდები მეფე-დედოფლის ბრძანებით დამადეს და მანამდე ვატარებ მას,ვიდრე თვით მეფე-დედოფალი არ ამხსნისო”, და იქვე დაამატა: „მერეც შევინახავ,როგორც მადლობის ნიშანს,ჩემი სამსახურისა და ერთგულებისთვის”.
ბორკოლდადებული ქრისტეფორეს ხილვამ ესპანელებზე ისეთივე გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა,როგორც მისმა პირველმა მოგზაურობამ ოკეანის გადაღმა.საზოგადოება აღაშფოთა ამ ამბავმა და ხმამაღლა გამოხატა თავისი სიმპათია ვალმოხდილი ადმირალის მიმართ.აღნიშნულმა გარემოებამ მეფე-დედოფალი აიძულა,უმალვე გაეცათ ბრძანება კოლუმბის განთავისუფლებისა.მიუხედავად იმისა,რომ ქრისტეფორე კოლუმბი საბოლოოდ იქნა ესპანელი მონარქების მიერ გამართლებული და ყველა უფლებაში აღდგენილი,მას ხუნდები მაინც არ გადაუყრია და ისინი მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში საძინებელში,კედელზე ეკიდა.ის კი არა და, სიკვდილის სარეცელზე მყოფს უთხოვია,ბორკილები სამარეშეში ჩამატანეთო. – (ავტორი გენია.ჯი)