მუსტაფა ქემალ ათათურქის პირადი ცხოვრების შესახებ…

თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელსა და ქვეყნის პირველ პრეზიდენტს – მუსტაფა ქემალ ათათურქს (1881-1938 წლები) პირველი სერიოზული სასიყვარულო გრძნობა მდიდარი ვაჭრის ქალიშვილის – ელენა კარინტის მიმართ გაუჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის ათათურქი სამხედრო სასწავლებლის კურსანტი გახლდათ.ქემალის სატრფოს მამას ღარიბი სასიძო თვალში არ მოუვიდა,რის გამოც თავისი ქალიშვილისათვის ბევრად უფრო შეძლებული საქმრო გამონახა.შესაბამისად,ათათურქი იძულებული გახდა ელენას ჩამოცილებოდა.სამხედრო სამსახურის გამოისობით ოსმალო რეფორმატორს სხვადასხვა ქალაქებში უწევდა ცხოვრება.მიუხედავად ამისა,იგი ყოველთვის პოულობდა თავისუფალ დროს მანდილოსნების გარემოცვაში განტვირთვისა.რამდენიმე წყარო ამტკიცებს,რომ მუსტაფას „მეგობარ” გოგონებს შორის ერთ-ერთ მათგანს გარკვეული ხნის მანძილზე ბულგარეთის სამხედრო მინისტრის ქალიშვილი – რაშა პეტროვაც წარმოადგენდაო.ქალაქ სმირნაში (იზმირში) ყოფნის პერიოდში, 1923 წლის 29 იანვარს ათათურქი ცნობილი ოსმალო ვაჭრის – მუამარ-ბეის ქალიშვილზე – ლატიფე უშაქლიგილზე დაქორწინდა,რომელიც თავის მხრივ,სახელგანთქმული თურქი პროზაიკოსისა და დრამატურგის – ჰალიდ ზია უშაქლიგილის ნათესავს წარმოადგენდა მამის მხრიდან.ლატიფეს შეძლებული მამის ხელშეწყობით განათლება პარიზსა და ლონდონში ჰქონდა მიღებული (იგი პროფესიით იურისტი გახლდათ).წყვილი ქორწინებაში სულ რაღაც ორწელიწადნახევარი იმყოფებოდა.მიუხედავად ესოდენ მცირე დროისა,თურქეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ მაინც შესძლო ქალთა უფლებებისათვის მებრძოლ ერთგვარ სიმბოლოდ ქცევა მეუღლის მიერ გატარებული უამრავი რეფორმის ფონზე. 1925 წლის 5 აგვისტოს მუსტაფა ქემალი და ლატიფე ოფიციალურად განქორწინდნენ.ათათურქის ყოფილი მეუღლე ამის შემდგომ კონტაქტს ყველასთან გაურბოდა და არა მხოლოდ დუმილს ინარჩუნებდა თავისი პირადი ცხოვრების შესახებ,არამედ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან,რომ მეორედ აღარც დაქორწინებულა.შესაბამისად,უცნობი დარჩა მათი განქორწინების მიზეზის დადგენაც.წყვილს თანაცხოვრებაში შვილი არ შეძენია.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ცოლ-ქმარმა 7 გოგონა და 1 ვაჟი იშვილა.გარდა ამისა,ისინი დიდ მზრუნველობას იჩენდნენ ორი ობოლი მოზარდი-ვაჟის მიმართაც.საბოლოო ჯამში რომ ვთქვათ,ათათურქს 10 ბავშვი ჰყავდა ნაშვილები.მუსტაფას ერთი ქალიშვილი – საბიჰა გიოქჩენი,მოგვიანებით პირველ თურქ სამხედრო-პილოტ ქალად იქცა 23 წლის ასაკში,ხოლო მეორე გოგონა – აფეთ ინანი კი პირველ თურქ ისტორიკოს-ქალად.გარდა ამისა,ათათურქის ვაჟი – მუსტაფა დემირი პროფესიონალ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა დროთა განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)

ლატიფე უშაქლიგილი

ათათურქის ქალიშვილები – რუკიე, საბიჰა, აფეთი და ზეჰრა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>