ხო ში მინი – „ეპიზოდი”
ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ფუძემდებელი,სამხრეთ ვიეტნამის განმათავისუფლებელი ეროვნული ფრონტის ლიდერი და ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი – ნგუენ ტატ თანი (1890-1969 წლები),რომელსაც დღესდღეობით – ხო ში მინის სახელით მოვიხსენიებთ, და, რომელსაც დღემდე „ვიეტნამელი ხალხის ერთგულ შვილს” უწოდებენ,ერთობ მოკრძალებული ცხოვრების წესით გამორჩეული პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) აქვე გაცნობებთ,რომ მისი ნამდვილი სახელი – ნგუენ ტატ თანი თარგმანით – „ტრიუმფატორს” აღნიშნავს.მას შემდეგ,რაც რევოლუციის იდეალების მოტრფიალე „ტრიუმფატორი” ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების სათავეში მოვიდა,მიუხედავად განუსაზღვრელი ძალაუფლებისა,თავისი მმართველობის ჟამს არ შეუძენია არავითარი ქონება.დადიოდა უბრალოდ ჩაცმული და იკვებებოდა იმავე საკვებით,რასაც მისი ღარიბი თანამემამულეები მიირთმევდნენ.გარდა ამისა,ხო ში მინმა გაპრეზიდენტებისთანავე კატეგორიული უარი განაცხადა ესარგებლა ქვეყნის მმართველისათვის განკუთვნილი მდიდრული სასახლითა და სხვა პრივილეგიებით.მისი ბრძანებით,ამ უძვირფასესი სასახლის უკან ოსტატებმა ააგეს ხიმინჯებზე მდგომი ერთობ ასკეტური ხის სახლი,სადაც მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე გაატარა მან. „ტრიუმფატორის” უკანასკნელი სურვილიც ისეთივე უბრალოებით იყო გაჯერებული,როგორც მისი ცხოვრება.სიკვდილის სარეცელზე მყოფმა პოეტური კრებულის – „ციხის დღიურის” ავტორმა ხო ში მინმა ბრძანა,რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში არ მოეწყოთ არავითარი პომპეზური დაკრძალვის ცერემონია,რაც აღსრულებული იქნა კიდეც. – (ავტორი გენია.ჯი)
ხო ში მინის „საპრეზიდენტო სასახლე”