ემპედოკლეს გულუბრყვილო თეორია
პირველი ადამიანი,რომელიც სერიოზულად დაფიქრდა ევოლუციის ურთულეს პრობლემებზე,სახელოვანი ძველ ბერძენი სწავლული,ფილოსოფოსი,ექიმი და დემოკრატიის გულმხურვალე მხარდამჭერი – ემპედოკლე (ძვ.წ.აღ-ით 490-430 წლები) გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ მის მიერ წამოყენებული ევოლუციური განვითარებისა და ბუნებრივი გადარჩევის იდეები უფრო გულუბრყვილო თეორიაზე იყო დაფუძნებული,ვიდრე რეალურ,მეცნიერულ კვლევებზე.ემპედოკლეს მოსაზრებით,თავდაპირველად წარმოიშვნენ სხვადასხვა ზომისა და ხარისხის თვალები,ყურები,თმები,თითები და ხელები,შემდეგ კი ისინი ერთ არსებად შეიზარდნენ,ერთდებოდნენ როგორც მოხვდებოდათ,შემთხვევით, და არა კანონზომიერად და ამიტომ პირველქმნილ ქაოსში ყველაზე ფანტასტიკურ შეხამებებს შეხვდებოდით: ხელებზე შეზრდილი თვალები,თავზე გამობმული ფეხები,ხელის მტევანზე თითების ნაცვლად ყურები! ყველა ეს აბნეული შეხამება დროთა განმავლობაში ემპედოკლეს ვარაუდით დაიღუპა.გადარჩნენ მხოლოდ ის ორგანიზმები,რომლებიც ყველა წესის დაცვით იყვნენ აგებულნი ორგანოთა მოზაიკისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)