ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ…
„დაბადება – ბავშვობა – სიჭაბუკე – სიმწიფე – სიბერე და ვაგლახ… სიკვდილი”. – აი ეს არის გზა ყოველი ცოცხალი არსებისა.არ კვდება მხოლოდ ის,ვინც არ ცოცხლობს,რადგან სიკვდილი შეიძლება მოისპოს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობით.შესაბამისად,სიკვდილი სიცოცხლის ბუნებრივი დასასრულია.სიბერე და სიკვდილი ისევე კანონზომიერია,როგორც სიჭაბუკე და სიმწიფე. (ავტორი გენია.ჯი) თუკი – „ტოტოლოგია” არის მეცნიერება სიკვდილის შესახებ,რომლის ამოცანასაც სიკვდილის არსის შეცნობა და სიკვდილის შესაძლებელ ზღვრამდე გადაწევა წარმოადგენს, „გერონტოლოგია” გახლავთ მეცნიერება სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ.აღნიშნული საკითხების შესწავლით უამრავი სახელოვანი მეცნიერი იყო და არის დაინტერესებული.ადამიანის სხეულში სამოცი ტრილიონი უჯრედია,რომლებიც დროთა განმავლობაში ბერდებიან,წყალი აკლდებათ და მკვრივდებიან.ამიტომ მათ უჭირთ თავიანთი მოვალეობებისათვის თავის გართმევა.საბოლოო ჯამში კი საერთოდ იღუპებიან კიდეც.გამოჩენილი რუსი მეცნიერი – ივანე პავლოვი ვარაუდობდა,რომ დაბერების პროცესში წამყვან როლს ცენტრალური ნერვული სისტემა,უმთავრესად კი თავის ტვინის ქერქი და მასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები თამაშობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) სხვა მეცნიერებს კი ამ საკითხისადმი აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები გააჩნდათ.იგივე პავლოვი ადამიანის სიცოცხლის ბუნებრივ ზღვრად – 100 წელს მიიჩნევდა; რუსი ბიოლოგი – ილია მეჩნიკოვი და უკრაინელი პათოფიზიოლოგი – ალექსანდრე ბოგომოლეცი ადამიანის სიცოცხლსი ზღვრულ ნორმად – 150 – 160 წელს ასახელებდნენ; გენიალური გერმანელი ექიმი და მეცნიერების ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ ფუძემდებელი – კრისტოფ ვილჰელმ გუფელანდი ამტკიცებდა,რომ ადამიანის სიცოცხლის ნორმალური ხანგრძლივობა, 200 წელი უნდა იყოსო; ამავე რიცხვს ასახელებდა XIX საუკუნის სახელგანთქმული გერმანელი ფიზიოლოგი – ედუარდ ფრიდრიხ ვილჰელმ ფლუგერიც; თეოფრასტე პარაცელსი მიიჩნევდა,რომ ადამიანს 600 წლის განმავლობაში შეეძლო სიცოცხლე. XIII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი – როჯერ ბეკონი კი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას სულაც 1000 წლით განსაზღვრავდა.
მიუხედავად ყოველივესი,ადამიანის მოდგმის ყველაზე ხანდაზმულ წარმომადგენლად მაინც ბიბლიური მათუსალა მიიჩნევა,რომელმაც ამ ქვეყნად 969 წელიწადი იცოცხლა.გარდა ამისა,ცნობილია,რომ თითქმის ორი საუკუნე – 185 წელი იცოცხლა აბატმა კენტიგტერმა,რომელიც 600 წელს გარდაიცვალა; უნგრელმა მიწათმოქმედმა,რომელიც 1539 წელს მოევლინა ქვეყნიერებას,იმიერში 1724 წელს ანუ – 185 წლის ასაკში გადაინაცვლა; 180 წელიწადი იცოცხლა ოსმა ქალმა – ტენსე აბზივემ; მასზე ცოტა ხანი იცოცხლა ჯონ რაველმა – 178 წელი; 146 წელიწადი იცხოვტა დრაკენბერგმა,ხოლო ქირურგმა – პოლიტიმანმა კი 140 წელი.
დღეისათვისაც კი ძალიან ძნელია ზემოაღნიშნული ადამიანების სიცოცხლისუნარიანობის მიზეზის დადგენა,თუმცა მეცნიერთა მოსაზრებით ამის უმთავრესი მიზეზი მემკვიდრეობითობაში უნდა ვეძიოთ. – (ავტორი გენია.ჯი)