იცით თუ არა,რომ

1. „მარქსიზმი ახლა არის ის,რაც სასარგებლოა სტალინისთვის”. – განაცხადა საბჭოთა ბელადის შესახებ მის ოპოზიციაში გადასულმა ლენინის ერთ-ერთმა ყველაზე უახლოესმა თანამებრძოლმა,ნდობით აღჭურვილმა პირმა და 1936 წელს ტროცკიზმის მხარდაჭერისათვის სიკვდილით დასჯილმა – ლევ კამენევმა.

* * *

2. ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში არსებულ პოლარულ არქიპელაგ – შპიცბერგენზე,რომელიც მყინვარებითაა დაფარული და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი (ცივი) კლიმატით გამოირჩევა დედამიწაზე,ორმოცდაათი მილიონი წლის წინათ იმდენად თბილი კლიმატი ყოფილა,რომ ისეთი მცენარეებიც კი ხარობდნენ,როგორებიცაა – ვაზი,პალმა,ნეკერჩხალი,წაბლი და თხილი.

* * *

3. „კამბრიულმა სისტემამ” (გეოლოგიური პერიოდი – პალეოზოური ჯგუფის სისტემა,რომელიც დედამიწაზე დაიწყო 570 მილიონი წლის წინ და გაგრძელდა 70 მილიონი წელიწადი) – თავისი სახელწოდება გაერთიანებული სამეფოს პროვინცია – უელსში განთავსებული სამხრეთ უელსის მთებისაგან მიიღო.როგორც ცნობილია,ძველი რომაელები უელსს – კამბრიას უწოდებდნენ.სწორედ აღნიშნულ რეგიონში იქნა პირველი ნამარხები აღმოჩენილი ამ გეოლოგიური პერიოდისა.

* * *

4. ჩვენი პლანეტის ცოცხალი ნივთიერების ძირითადი მასა 20 ქიმიური ელემენტისაგან შედგება.მათ შორის მთავარია ექვსი ელემენტი: ნახშირბადი, წყალბადი,ჟანგბადი, აზოტი, გოგირდი და ფოსფორი.შემდგომ მოდიან – კალიუმი, ნატრიუმი, ლითიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ბარიუმი, რკინა, ნიკელი, თუთია, ალუმინი,სილიციუმი, ქლორი, იოდი, ბორი და ფტორი.

* * *

5. „ყველა ყვავილოვანის პატრიარქი”. – ასე მოიხსენიებენ ყვავილოვან მცენარეთა შორის ყველაზე ძველ – ალვის ხეს,რომლის ნაშთები ნაპოვნი იქნა გრენლანდიაში,ნიადაგის ფენებში და რომელთა ასაკი 130 მილიონი წელია. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. ყველაზე პატარა ვირუსები ზომით 18-20 მილიმიკრონს არ აღემატებიან.

* * *

7. ბაქტერიების სხეულის ფორმა სამი ტიპის შეიძლება იყოს: მრგვალი,რომელთაც – კოკებს უწოდებენ, – სპირალისებრი და ჩხირისებრი.

* * *

8. სიტყვა – „სიამის ტყუპები” პირველად 1811 წელს იქნა წარმოთქმული,როდესაც სიამში ერთმა ჩინელმა ქალმა ორი ბიჭი – ჩანი და ინი შობა.მათ მკერდები მცირე მანძილზწე ჰქონდათ შეერთებული.

* * *

9. ძველ ხალხთაგან ნამდვილი ზღვაოსნობა პირველად ფინიკიელებმა შესძლეს.მათ ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-მდე 1500 წელს სცოდნიათ ეგეოსის ზღვის თითქმის ყველა კუნძული და მრავალ მათგანზე ახალშენებიც ჰქონიათ დაარსებული.

* * *

10. ცხოველებიდან ყველაზე დიდხანს (ნახევარ საათს) მხოლოდ და მხოლოდ ქამელეონს შეუძლია გასძლოს სუნთქვის გარეშე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>