რამონ მერკარდერი – „ეპიზოდი”
ჟორჟ შარლ დანტესი (ალექსანდრე პუშკინის მკვლელი), ფანი კაპლანი (ლენინზე ტყვიის დამხლელი), მარკ ჩეპმენი (ჯონ ლენონის მკვლელი), ლი ჰარვი ოსვალდი (კენედის მკვლელი), – იმისათვის,რომ მსოფლიო ისტორიაში დაემკვიდრებინათ თავი,ამ ადამიანებს დასჭირდათ მოეკლათ სხვა ადამიანი – მათზე გაცილებით ცნობილი ადამიანი. (ავტორი გენია.ჯი) ახალი ველოსიპედის გამოგონების გზით არ წასულა და კვლავაც ძველი,გატკეპნილი გზა განაგრძო საბჭოთა სუკი-ს ესპანელმა აგენტმა – ჰაიმე რამონ მერკარდერ დელ რიომ (1913-1978 წლები),რომელმაც მექსიკაში წერაქვით განგმირა იოსებ სტალინის პირადი მტერი და ოპონენტი – ლევ ტროცკი.მექსიკაში სასჯელის მოხდის შემდგომ,საბჭოთა აგენტებმა იგი ჯერ კუბაზე გადაიყვანეს,ხოლო მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირში.აქვე ავღნიშნავ იმასაც,რომ ტროცკის მკვლელობისათვის მსჯავრდებულმა მერკარდერმა ციხეში ყოფნის პერიოდში სასიყვარულო რომანი გააბა ციხის თანამშრომელ ინდიელ გოგონასთან (მედდასთან) – რაკელ მენდოსასთან,რომელიც განთავისუფლებისთანავე ცოლად შეირთო.მოსკოვში საგანგებოდ გადაყვანილ მერკარდერს პირადად სტალინის ბრძანებით მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება და დააჯილდოვეს ლენინის ორდენითა და „ოქროს ვარსკვლავით”.გარდა ამისა,მერკარდერს საბჭოთა ხელისუფლებამ მოსკოვის პრესტიჟულ უბანში,ლენინგრადის პროსპექტზე გადასცა ოთხოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა და აგარაკი კრატოვოში.თავის აღსასრულამდე,ტროცკის მკვლელი ოფიციალურად იყო დასაქმებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც გააჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)