ასე გლოვობდა საქართველო იაკობ გოგებაშვილს…
„ჩამორეკეთ, ჩამორეკეთ, ნუ დააყენებთ ზარებს, დაე ხანგრძლივად გვესმოდეს სევდის მომგვრელი ხმა”. – ასე მოსთქვამდა „ბათუმის გაზეთი” „დედა-ენის” ავტორის – იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებას.ქუთაისში ქუჩებში ხალხი დადუმებული დადიოდა და არავის ემჩნეოდა მხიარული განწყობა.ყველა სულითხორცამდე იყო შეძრწუნებული და მწუხარებას მიცემული.ჩვენი მხცოვანი მგოსანი – აკაკი წერეთელი ღრმად ჩაფიქრებული დაიარებოდა იმ დღეებში.მისი ნათელი და ბადრი სახეც მწუხარებას მოეცვა.დაღონებული იყო დავით კლდიაშვილიც,უნიჭიერესი ქართველი ბელეტრისტი.ყველაფერს გლოვის ბეჭედი აჯდა.მოსწავლეთა ჟრიამული აღარ აყრუებდა ბაღებს.მოისმოდა ჩუმი,სევდისმომგვრელი,მწარე ფიქრების აღმძვრელი გლოვის ზარის ხმა.აღარც მდინარე ფაზისი რაკრაკებდა.ისიც სხვათა მსგავსად სევდას მოეცვა.თავისთვის ბუტბუტებდა და მოსთქვამდა „აი ია-ს” შემოქმედის გარდაცვალებას. – (ავტორი გენია.ჯი)