ინგმარ ბერგმანი – „ეპიზოდი”
„ – იცით,თუ არა,თქვენ,რას ნიშნავს ფილმის გადაღება?” – გაღიზიანებულმა საპასუხო კითხვით მიმართა ინტერვიუს დროს კორესპონდენტს XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთმა წამყვანმა შვედმა კინოხელოვანმა და გენიალურმა რეჟისორმა – ინგმარ ბერგმანმა (1918-2007 წლები).როდესაც ხელოვანმა ჟურნალისტისაგან პასუხი ვერ მიიღო,თავადვე გასცა საკუთარ შეკითხვას პასუხი: „მხატვრული ფილმის გადაღება ნიშნავს,ყოველდღიურად რვასაათიან ჯოჯოხეთურ შრომას კინოფილმის სულ რაღაც სამ წუთიანი მონაკვეთისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)