გუსტავ ფლობერი – „ეპიზოდი”
„მადამ ბოვარის” გენიალურ ფრანგ ავტორსა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ თვალმარგალიტ პროზაიკოსს – გუსტავ ფლობერს (1821-1880 წლები) სხვა მრავალ უცნაურ თვისებასთან ერთად,ბავშვობიდანვე ერთი მეტად უცნაური თვისებაც ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) და ახასიათებდა მანამ,სანამ გუსტავის დედა – ანა ჟუსტინ კაროლინა ცოცხალი იყო (ანუ 1872 წლამდე).როგორც ცნობილია,ფრანგი მწერალი უმეტესწილად დილის ათ საათზე იღვიძებდა.იმ შემთხვევაში,თუ გუსტავი სტუმრად არ იმყოფებოდა,გაღვიძებისთანავე იგი ჭერზე ამ საქმისათვის სპეციალურად განკუთვნილ ხის კეტს აბრახუნებდა.თავის მხრივ,მეორე სართულზე,გუსტავის საძინებლის ზემოთ დედის ოთახი იყო განთავსებული, და როგორც კი ქალი კეტის ცემის ხმას გაიგონებდა ვაჟის ოთახიდან,უმალვე მასთან ჩადიოდა,რათა მისთვის კიდევ ერთხელ მოეთხო რაიმე საინტერესო ისტორია.გასათვალისწინებელია ის გარემოებაც,რომ ერთსა და იმავე ისტორიას ფლობერი არაფრის დიდებით არ ისმენდა მეორედ.შესაბამისად,ათწლეულების განმავლობაში ანას ყოველდღიურად ახალი საინტერესო ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა თავისი ახლადგაღვიძებული ვაჟისთვის.ამიტომაც უსვამენ ხშირად ფლობერის ბიოგრაფები გუსტავის დედის,პროფესიით ექიმი ქალის – ანას ღრმა ერუდიციას ხაზს. – (ავტორი გენია.ჯი)