უისტენ ჰიუ ოდენი – „ეპიზოდი”
ინგლისური წარმომავლობის მქონე დიდი ინგლისელი პოეტისა და პოეზიაში პულიცერის პრესტიჟული პრემიის ლაურეატის – უისტენ ჰიუ ოდენის (1907-1973 წლები) ცხოვრების უმთავრესი იდეაფიქსი გახლდათ: პუნქტუალურობა. (ავტორი გენია.ჯი) ოდენის უახლოესი ადამიანების გადმოცემის თანახმად,პოეტი მკაცრად გაწერილი დღის წესრიგით ცხოვრობდა თურმე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში.საჭმელი, სასმელი (ხშირად ალკოჰოლურიც), სამუშაო, მუსიკა, საყიდლებზე გასვლა, კროსვორდების ამოხსნა, ფოსტის მიღება – ეს ყველაფერი უისტენს ზუსტად ჰქონია წუთებში გათვლილი,რომელსაც ერთგვარი რიტუალიც თან ახლდა ხოლმე.პოეტი თავდაპირველად იძინებდა საღამოს 23:00 საათზე.ასაკის მატებასთან ერთად კი კიდევ უფრო ადრე – 21 საათსა და 30 წუთზე.თუმცა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს იღვიძებდა – დილის 7 საათის დასაწყისში,რა დროსაც ენერგიის კონცენტრაციისათვის იღებდა ამფეტამინს.ასეთი სახის მკაცრი დღის წესრიგს ოდენი თავისი ნაყოფიერი შემოქმედებისათვის აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევდა,თუმცა იქვე აღიარებდა,რომ ამფეტამინის,ალკოჰოლური სასმელების,თამბაქოსა და ყავის მიღება ერთობ პრიმიტიულ საშუალებას წარმოადგენდა მისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)