გალაკტიონი – „გახსოვდეთ,რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი…”

„უნდა ეცადოთ,რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებათ წარმოიდგინოთ.უნდა ჩაჰკლათ მწუხარება გულში.ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია,რომ არავითარი ფასი არ ექნება მას,თუ ისე არ გავატარეთ,როგორც ჩვენ გვსურს… არაფერი იმაზე სამწუხარო არ არის,როცა ადამიანი ვერ შეიგნებს თავის მდგომარეობას.ერთადერთი საუკეთესო ხანა ჩვენს ცხოვრებაში სიყმაწვილეა,ახალგაზრდობა და როცა ამ ხანასაც სიმწუხარეში ვკლავთ… ამაზე სიგიჟე იქნება? ჩვენ ვფიქრობთ,თითქოს ჩვენი მწუხარებით ვალამაზებთ ცხოვრებას… ნამდვილად კი იმგვარი მწუხარება და ნაღველი,რომელშიაც ვიმყოფებით,ჩვენ გვამახინჯებს,სასაცილო ადამიანებად გვხდის.ყოველ წუთს ენაზე გვაკერია „ტანჯვა”, „გამოუთქმელი მწუხარება”, „სულის სიცარიელე” და სხვა, მაშინ,როდესაც ჩვენ,ახალგაზრდები უნდა გავიძახოდეთ „სიცოცხლე”, „ხალისი”, „ბედნიერება”.თუ არც სიხალისეა,არც ბედნიერება,არც სხვა რამე,ჩვენ უნდა შევქმნათ,გესმით,ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება,გახსოვდეთ,რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>