ენტონი ტროლოპი – „ეპიზოდი”
გათენებისას,დილააადრიან მუშაობის დაწყების პრაქტიკამ, XIX საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ინგლისელ მწერლად აღიარებული – ენტონი ტროლოპი (1815-1882 წლები) ერთობ ნაყოფიერ ავტორად აქცია. (ავტორი გენია.ჯი) ამ ფაქტს დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი ლიტერატორის 47 რომანი და სხვა 17 წიგნიც ადასტურებს.ტროლოპმა ყველაზე ნაყოფიერად მაინც უკანასკნელი თორმეტი წლის მანძილზე იმუშავა.ეს ის პერიოდია,როდესაც იგი უოლტერ-კროსში ცხოვრობდა.თავის მხრივ,მწერალმა მის მიერ დაწერილ „ავტობიოგრაფიაში” ერთობ საინტერესოდ გვამცნო უოლტერ-კროსში გატარებული თორმეტწლიანი ცხოვრების პერიპეტიები,რომლის ერთ მეტად საინტერესო დეტალსაც აქვე შემოგთავაზებთ:
„ყოველ დილით სამუშაო მაგიდასთან ხუთ საათსა და ოცდაათ წუთზე ვჯდებოდი.მოხუცმა მოსამსახურემ,რომელსაც ჩემი გაღვიძება ევალებოდა და, რომელსაც ამ რთული საქმისათვის წელიწადში სულ რაღაც ხუთ ფუნტ-სტერლინგს ვუხდიდი,დანდობა არ იცოდა.ნებისმიერ შემთხვევაში მაღვიძებდა.არ მახსოვს მას ერთხელაც კი დაეგვიანებინოს ახლადგაღვიძებულისათვის შესანიშნავად მომზადებული ფინჯანი ყავის მორთმევა.ალბათ ამიტომაც ვფიქრობ „ცხოვრების დაისზე”,რომ ყველაზე მეტად სწორედ ჩემ მოხუც მოსამსახურეს უნდა ვუმადლოდე წარმატებებს ლიტერატურულ ასპარეზზსა და ზოგადად,ცხოვრებაში”. – (ავტორი გენია.ჯი)