დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ერთ-ერთ გენიალურ ფრანგ მხატვარს ძალიან უყვარდა ღამით მუშაობა კაბარეებსა და საროსკიპოებში.პარიზის ღამის ცხოვრების რეალურმა აღწერამ ხელოვანს დიდი სახელი შესძინა,თუმცა კი ჯანმრთელობა ერთობ შეურყია: სვამდა ბევრს და ეძინა ცოტა.მიუხედავად ღამეული მუშაობისა და ლოთობისა,არავის ახსოვს ერთი ისეთი შემთხვევაც კი,როდესაც ალკოჰოლური სასმელებით გაბრუებულ მხატვარს მოლბერტი (საყრდენი – ჩვეულებრივ სამფეხა,რომელზედაც მხატვარი ათავსებს ჩარჩოზე გადაჭიმულ ტილოს მუშაობის დროს) სადმე დარჩენოდეს ან დაეტოვებინოს.დაასახელეთ,რომელი ფრანგი მხატვრის ბიოგრაფიისთვისაა ზემოაღნიშნული ფაქტები დამახასიათებელი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი.