შარლ ბოდლერი – „ეპიზოდი”
გასაგები მიზეზების გამო სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე გასული გენიალური ფრანგი პოეტი,ესეისტი და სიმბოლიზმის ფუძემდებელი – შარლ ბოდლერი (1821-1867 წლები) თავისი დაავადების შესახებ მრავლისმეტყველად დუმდა (იგი სიფილისით იყო დაავადებული),თუმცა-კი შენიშნავდა,რომ ხშირად ხდებოდა სულის შეხუთვის,თავბრუსხვევის,თავის ტკივილისა და გადაულახავი აპათიის მსხვერპლი. (ავტორი გენია.ჯი) ბოდლერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, და როდესაც იგი უკვე საბოლოოდ მიეჯაჭვა სასიკვდილო სარეცელს,იმ ოთახის კედლები,რომელშიაც მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი სიცოცხლის უკანასკნელ საათებს ითვლიდა,მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა პოეტის საყვარელი სურათებით მორთეს,რათა ბოდლერს უკანასკნელად შეევლო მათთვის თვალი. – (ავტორი გენია.ჯი)