ივანე შიშკინი – „ეპიზოდი”
ძველი სტილით 1898 წლის 20 მარტს სანკტ-პეტერბურგში, 66 წლის ასაკში,ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა გენიალური რუსი მხატვარ-პეიზაჟისტი და გრავიორ-აკვაფორტისტი – ივანე შიშკინი (1832-1898 წლები). (ავტორი გენია.ჯი) დიუსელდორფის სამხატვრო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს,როგორც ჭეშმარიტი ხელოვანის ხვედრია ხოლმე,სიკვდილმა მუშაობის პროცესში,მოლბერტთან მოუსწრო.იგი იმ მომენტში თავისი ერთ-ერთი მოწაფის თანდასწრებით ხატავდა ტილოს,სახელწოდებით „ტყის სამეფოში”.სამხატვრო აკადემიის სახელოვანი აკადემიკოსი თავდაპირველად დაკრძალული იქნა სანკტ-პეტერბურგში განთავსებულ სმოლენსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე,თუმცა 1950 წელს მისი ნეშტი გადასვენეს და დაკრძალეს ალექსანდრე ნეველის ლავრის ტერიტორიაზე არსებულ იმ სასაფლაოზე,სადაც მრავალი სახელოვანი მხატვარი,კომპოზიტორი და მსახიობი განისვენებდა.პირველი ძეგლი,რომელიც შიშკინის საფლავზე იყო აღმართული,დროთა განმავლობაში დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა.შესაბამისად,გამოჩენილი რუსი მხატვრის საფლავზე ახალი ძეგლი აღმართეს.თუმცა ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ივანე შიშკინის საფლავისათვის განკუთვნილ მეორე ძეგლზე მხატვრის დაბადების თარიღად მითითებული იქნა არა ნამდვილი თარიღი (1832 წლის 13 იანვარი),არამედ უნებლიე შეცდომით აბსოლუტურად სხვა თარიღი.კერძოდ კი – 1912 წლის 13 იანვარი (ფაქტობრივად,ხელოვანი ოცი წლით „დააბერეს”).საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მიუხედავად ამისა,დღემდე თავში აზრად არავის მოსვლია შეცდომა გამოესწორებინა და სახელგანთქმული რუსი მხატვრის საფლავის ქვაზე განსვენებულის დაბადების ნამდვილი თარიღი მიეთითებინა. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე შიშკინის საფლავის ქვა,რომელზედაც მხატვრის დაბადების თარიღი დღემდე შეცდომით არის მითითებული